Daily Archives: ოქტომბერი 3, 2013

“აბჰაიაგირი ვასინაჰი” – (საიდუმლო ტყის სკოლა)

ცნობილმა ჩინელმა მოგზაურმა ფა-სიენუმ,ცეილონის კუნძულზე ერთ-ერთი მოგზაურობისას აღმოაჩინა ისტორიული ნანგრევები,რომლის კვლევის შედეგადაც დადგინდა,რომ ის გახლდათ ყველაზე საიდუმლო და მისტიკური ფილოსოფიური სკოლის ნაშთები,რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 400 წლით თარიღდება.

ჟან რენოს მოსაზრებები…

1. „მე ძალიან მიყვარს აზიელები და მათი ტრადიციები. განსაკუთრებით კი ის, რომ ისინი ღმერთზე არასოდეს ბრაზობენ”.

“პირველი საყოველთაო გაფიცვა ისტორიაში”

“პირველი საყოველთაო გაფიცვა” ისტორიაში,რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული,განხორციელდა ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის დროს ძვ.წ.აღ-ით 1540 წელს.

კარლოს რუის საფონი

კარლოს რუის საფონი - დაიბადა 1964 წლის 25 სექტემბერს ესპანეთის ულამაზეს ქალაქ ბარსელონაში.იგი წარმოადგენს ერთ-ერთი გამოჩენილ ესპანელ მწერალსა და ავტორს,შესანიშნავი რომანებისა – “ქარის აჩრდილი” და ”ნისლის თავადი”.

კოსტა-რიკა – “ეპიზოდი”

1502 წელს,ქრისტეფორე კოლუმბმა და მისმა თანმხლებმა ეკიპაჟის წევრებმა,აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანა ცენტრალური ამერიკისა კოსტა-რიკა.

სელიმ I – “ეპიზოდი”

ოსმალეთის რიგით მე-9 სულთანი და 88-ე ხალიფა - სელიმ I იავუზი (მოიხსენიებდნენ,როგორც სელიმ “მრისხანე”),რომელიც ქვეყანას განაგებდა 1512-1520 წლებში,განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა “შიიზმთან” და ზოგადად,შიიტების წინააღმდეგ ბრძოლით.

ლეონარდ კოენის მოსაზრებები…

1. ყველაფერი,რასაც მე ახლა თქვენთან ვლაპარაკობ – უბრალოდ თავის გამართლებაა იმისათვის,რაც სხვებთან ვილაპარაკე.

“ბერენიკეს თმები”

“ბერენიკეს თმები” - ასტრონომიაში, ჩრდილოეთის ცის მცირე ზომის,კაშკაშა ვარსკვლავებს მოკლებული ის თანავარსკვლავედია,რომელიც 64 ვარსკვლავისაგან შედგება.თანავარსკვლავედი მდებარეობს გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსზე.იგი განთავსებულია მენახირის, ქალწულის,ლომისა და მწევრების თანავარსკვლავედებს შორის.

“მარიენბურგის ციხესიმაგრე” – (ეპიზოდი)

“მარიენბურგის ციხესიმაგრე” - რომელიც დღეს თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და არა მარტო პოლონეთის,არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლსაც წარმოადგენს (იგი იუნესკოს მიერ 1997 წელს,მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი),ერთი მეტად საინტერესო ისტორიის მქონე ციხესიმაგრე გახლავთ.

ჯუზეპე ვერდის “სიცოცხლის უკანასკნელი წუთები”

1900 წლის ზაფხულში გაეტანო ბრეშიმ რევოლვერის ორი გასროლით მონცაში მოკლა უმბერტო I.დედოფალმა მარგარეტმა “ლოცვა” გამოაქვეყნა ქმრის ხსოვნის პატივსაცემად.ჯუზეპე ვერდი ღელავდა.უნდოდა,ამაზე მუსიკა დაეწერა.რამდენიმე ნოტი დაწერა,მაგრამ ხელი და ფანტაზია აღარ ემორჩილებოდა.