Daily Archives: ოქტომბერი 27, 2013

მუხრან მაჭავარიანი – “დუმილი რეკავს”

დუმილი რეკავს,

დუმილი რეკავს

“ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან”

1. ღარიბებსა და მდიდრებს შორის სხვაობა იმაში მდგომარეობს,რომ ღარიბები ჰყიდიან ნარკოტიკს იმისათვის,რათა იყიდონ Nice,ხოლო მდიდრები ჰყიდიან Nice-ს,იმისათვის,რომ იყიდონ ნარკოტიკი.

“ჩიჩისბეი”

“ჩიჩისბეი” – XVI-XVIII საუკუნეების იტალიაში,წარმოადგენდა დიდგვაროვანი,მდიდარი ქალის მუდმივ თანამგზავრ მამაკაცს (ზოგიერთ შემთხვევაში საყვარელსაც),როგორც  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,ასევე სეირნობის დროსაც.ასეთ პრაქტიკას იტალიაში – “ჩიჩისბეიზმს” უწოდებნენ.

“კენიანთროპები”

“კენიანთროპები” – ინგლისურ ენაზე – Kenyanthrophus,წარმოადგენდნენ ერთ-ერთ უძველეს ჰომინიდებს,რომლებიც ცხოვრობდნენ დედამიწის ისტორიის მესამეულ პერიოდში – პლიოცენში,დაახლოებით 3,2-3,5 მილიონი წლის წინად.

ნიკო ლომოური

ნიკო ლომოური - დაიბადა 1852 წლის 19 თებერვალს (ახალი სტილით) გორის რაიონის სოფელ არბოში.იგი გახლდათ ცნობილი ქართველი მწერალი,პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.ნიკო ასევე ცნობილი იყო ფსევდონიმებით – ლევან ცაველი,გორელი,არბოელი და სხვა ფსევდონიმებით.

“საინტერესო და დამაფიქრებელი პასუხი ინდიელთა ბელადისა”

წარსულში,ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენელი შეხვდა ინდიელთა ტომის ბელადს მეტსახელად – “ორ არწივს”.მათ შორის კი ძალიან საინტერესო დიალოგი გაიმართა.მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა,ინდიელთა ბელადთან გასაუბრება შემდეგი წინადადებით დაიწყო:

“ბავშვთა მშვიდობიანი ჯვაროსნული ლაშქრობა”

1212 წელს საფრანგეთში,კერძოდ წმინდა დიონისეს სააბატოში (პარიზთან ახლოს),გამოჩნდა 12 წლის მწყემსი ბავშვი,სახელად - ეტიენი.იგი აცხადებდა,რომ გამოგზავნილია საფრანგეთის მეფესთან წერილით,რომელიც თავად უფალი ჩვენი – “იესო ქრისტეს” მიერ იქნა დაწერილი.აღნიშნული წერილი კი,ეტიენის მტკიცებით,უფალმა მას ერთ-ერთი გამოცხადების დროს გადასცა.

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი)

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იგივე (ნიკიფორე ირბახი) - დაიბადა 1583 წელს.თანამედროვეები მას მოიხსენიებენ,როგორც ბრძენსა და ფილოსოფოსს,რიტორს,”ღირსსა ყოვლისა სიკეთისა”.იგი გახლდათ დიდი ქართველი მწიგნობარი,სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე,დიპლომატი.

ადა ნეგრი

ადა ნეგრი - დაიბადა 1879 წლის 3 ივლისს ლოდში (იტალია).იგი გახლდათ დიდი იტალიელი პოეტი და მწერალი.წარმომავლობით ღარიბი გლეხების ოჯახიდან იყო.მისი დაბადების წელი დაემთხვა იტალიის გაერთიანების წელიწადს.

“წმინდა მამათა შეგონებანი”

1. ეკლესია ჩვენთვის ზეცაა მიწაზე ჩამოსული,სადაც ღმერთი უხილავად იმყოფება და უცქერის იქ მყოფთ,ამიტომაც ტაძარში ღირსეულად,დიდი კრძალვით უნდა ვიდგეთ.იგი ჩვენთვის ნუგეში და შვებაა ჭირსა და სიხარულში.