Monthly Archives: მარტი 2014
მარკუს ტულიუს ციცერონის სასამართლო გამოსვლიდან…
“მშობელს ვინც დღეს დაუბნელებს,ვისი წყალობითაც თავად იხილა მზის შუქი,მას შეიძლება ადამიანის სახით მოვლენილი ურჩხული ვუწოდოთ,რომელიც თავისი სიშმაგით მხეცზე უარესია,რადგან ამ უკანასკნელს ბუნებამ უბოძა ნიჭი თავისიანის დანდობისა.
გილტინე
გილტინე – ლიტვური ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “სიკვდილის სიმბოლოს”.ლიტვური მითოლოგიის მიხედვით,იგი წარმოადგენდა სიკვდილის ღვთაებას,რომელსაც გამოსახავდნენ ცელით ხელში მოსიარულე ჩონჩხის სახით.
კარდინალი რეჯინალდ პოული – ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველის შესახებ წერდა…
„ყველგან, ღვთის შვილებს შორის სატანის ნაშიერები იმალებიან, რომელთაც არსებობა მანამდე უწერიათ, ვიდრე „ის გაწმენდს თავის კალოს”, და ამიტომაც,
“ამაღელვებელი ისტორია”
ერთი ჭკუითა და სიბრძნით გამორჩეული ხანშიშესული ბებო ამბობდა: “მე ერთადერთს – შვილიშვილებს ვუხრი თავს, და ესეც მხოლოდ იმისათვის,რომ ისინი ჩემს მხრებზე მოხერხებულად მოკალათდნენ და ასე ვატარო მანამ,სანამ ეს მათ დასჭირდებათო”.ბებიებისა და ბაბუების დამოკიდებულება შვილიშვილებისადმი,იმთავითვე უდიდესი სიყვარულისა და სითბოს თვალნათელი გამოხატულება გახლდათ და ასე იქნება მანამ,სანამ კაცობრიობის მიერ დანთებული სანთელი ანათებს დედამიწას.
დომინიკა ერისთავი (განდეგილი) – გალაკტიონის შესახებ წერდა…
“გალაკტიონ ტაბიძე,ეს დიდი პოეტია.უდიდესი განცდებით და უნაზესი გადმოცემებით.გალაკტიონი ეს სულ განცალკევებული მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში.
ტიბეტური მელა
ტიბეტური მელა – წარმოადგენს ძაღლისებრთა ოჯახის მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველს მელას გვარისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი ყველაზე მცირე ფორმების მქონე მელაა,სხვა სახეობის თანამოძმე მელიებს შორის.
რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “უძღები შვილი ტავერნაში”
“უძღები შვილი ტავერნაში” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრავიორის - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები),მიერ 1635 წელს ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ დიდებულ ავტოპორტრეტს,მეუღლესთან – სასკია ვან ეილენბიურხთან (1612-1642 წლები) ერთად.
ისტორიული მნიშვნელობის მქონე საწერ-კალამის ბრენდი – “Parker”
Parker – წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საწერი კალმის ბრენდს მსოფლიოში.აღნიშნული ბრენდი დიდი ხნის განმავლობაში საწერი ინსტრუმენტების მწარმოებელთა “დიდ ოთხეულში” შედიოდა სხვა სამ უდიდეს კომპანიებთან ერთად.