Monthly Archives: მაისი 2014
აკაკი ბაქრაძე – ლეო ქიაჩელის მოთხრობის “ჰაკი აძბას” შესახებ წერდა…
“მართალია,მოთხრობაში მხოლოდ ერთი დღეა აღწერილი,მაგრამ ეს ერთი დღე ისეთი რთული ამბებით იყო სავსე,რომ ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავს და განიცდის კაცი.შიში,მკვლელობა,სულმდაბლობა,ერთგულება,ღალატი – ყველაფერი ეს ერთბაშად მოხდა
ანა მარია მატუტე
ანა მარია მატუტე – დაიბადა 1925 წლის 26 ივლისს ესპანეთში,კერძოდ კატალონიის ისტორიული რეგიონის უდიდეს ქალაქ ბარსელონაში.იგი წარმოადგენს გამოჩენილ ესპანელ მწერალს,პროზაიკოსსა და “50-ანი წლების თაობის” თვალსაჩინო წარმომადგენელ ქალს (აღნიშნული სახელწოდებით მოიხსენიებენ ესპანეთის ლიტერატურის ისტორიაში იმ ლიტერატორ-ნოვატორებს,რომლებმაც აღიარება ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ მიაღწიეს).
იცით თუ არა,რომ
1. დიდი უნგრელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი – ფერენც (ფრანც) ლისტი,გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ვილჰელმ რიხარდ ვაგნერის სიმამრი იყო. ფერენც ლისტის ქალიშვილი – ფრანჩესკა გაეტანა კოზიმა ლისტი, რომელიც თავის მხრივ,
ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოს-თეოტიტიკოსის – ალბერტ აინშტაინის მიერ წარმოყენებულ “ფარდობითობის თეორიის” სრულ და ღრმა არსს,არა მარტო ფიზიკის მეცნიერებაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები,არამედ,თავად დიდი ფიზიკოსებიც კი ვერ სწვდებოდნენ.
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ტრაგედიიდან – „ფაუსტი”
1. „ – მეხს ეძებ, თავზე რომ დამატეხო? კიდევ კარგი, ბედკრულ მოკვდავებს ეგ ძალა არ გბოძებიათ. მტარვალის წესია, მუსრი გაავლოს ყველა უდანაშაულოს, როცა სხვა პასუხი არა აქვს”.
უილიამ ბილ გეიტსის მოსაზრებები…
1. “ოჯახური ფასეულობებისადმი სწორი მიდგომა ინერგება ჩვენში,ჯერ კიდევ ბავშვობაში”.
ჯორჯ ორუელის გენიალური რომანიდან – “ცხოველების ფერმა”
1. “მაშ,ამხანაგებო,რას წარმოადგენს,თავისი არსით,ჩვენი ცხოვრება? პირდაპირ შევხედოთ მას: ჩვენი ცხოვრება საბრძოლო,მძიმე შრომით გადატვირთული,მოკლე წუთია.დაბადების შემედგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები,რომ სული არ გავაფრთხოთ,ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ.დაბოლოს,როცა აღარ ვჭირდებით,ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ”.
ანდრეა დელ ვეროკიო – “ქრისტეს ნათლისღება”
“ქრისტეს ნათლისღება” – წარმოადგენს აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი მხატვრის,მოქანდაკისა და ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი მასწავლებლის - ანდრეა დელ ვეროკიოს (1436-1488 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავებით შესრულებულ რელიგიური სიუჟეტის მქონე “შედევრ სურათს”.