Monthly Archives: სექტემბერი 2015
პლატონის გენიალური ქმნილებიდან – “სახელმწიფო”
“თავდაპირველად ტირანი უღიმის ყველას,ვისაც კი ხვდება, და თავგამოდებით ამტკიცებს,ჩემი ტირანობა ვის გაუგიაო?
ჰელიოგაბალუსი – “ეპიზოდი”
რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური და გარყვნილი თვისებებით გამორჩეული იმპერატორი სევერუსების დინასტიიდან – ჰელიოგაბალუსი (204-222 წლები),რომელიც ერთობ ამაყობდა იმით,რომ არც ერთ რომაელ ქალს არ გააჩნდა იმდენი საყვარელი მამაკაცი,რამდენიც მას,”ყვავილების მეფის” – ვარდების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენდა.
ემილ ჯოზეფ კაპაუნის შესახებ…
დიდი ამერიკელი მუსიკოსი,კომპოზიტორი და მომღერალი – ჯერედ ჯოზეფ ლეტო წერდა: “ნამდვილი გმირი ის არის,ვინც მაშინ დგება ფეხზე,როდესაც ამის შესაძლებლობა არა აქვსო”.
როგორ იძიეს შური რობერტ ედუარდ ლიზე?!
ამერიკის კონტინენტალური არმიის ხელმძღვანელი (გენერალი) და კვარტირმეისტერი – მონტგომერ მეიგსი (1816-1892 წლები),ყველა იმ ოფიცერს,რომლებმაც აშშ-ის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას აშშ-ის ჩრდილოეთის არმიაში სამსახურზე უარი განაცხადეს და კონფედერატების არმიაში ჩაირიცხნენ – მოღალატეებად და პირად მტრებად აღიქვამდა.მისი სიძულვილი ასეთი ადამიანების მიმართ იმდენად დიდი იყო,რომ იგი საშუალებას არ უშვებდა ხელიდან მათზე როგორმე შური ეძია.
სოლომონ მეფის ბეჭედი
გაერთიანებული ისრაელის სამეფოს ლეგენდად ქცეული მეფის – სოლომონის (ძვ.წ.აღ-ით 1011-9 28 წლები) განუმეორებელი სიბრძნის მიუხედავად,მისი ცხოვრება მშვიდ გარემოში მაინც არ წარმართულა.
იცით თუ არა,რომ
1. აბსენტის მოყვარულმა გენიალურმა ნიდერლანდელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა – ვინსენტ ვან გოგმა, 1890 წელს დახატა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო და უკანასკნელი ტილო, სახელწოდებით – „ყვავები ჭვავის ყანაში”.ხატვისას რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდა ყანის ტერიტორიაზე მფრენი უამრავი ფრინველისაგან, მათ დასაფრთხობად მხატვარმა რევოლვერი იყიდა. სწორედ აღნიშნული რევოლვერის გამოყენებით დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე ვან გოგმა.
“საავტორო უფლების” შემოღების ისტორიიდან…
“საავტორო უფლება” – წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ცნებას,რომელიც ასახავს და არეგულირებს იმ უფლებათა ერთობლიობას,რომლებიც ეკუთვნის მეცნიერების,ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს (ავტორს) ან მის მემკვიდრეს.ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში,ლიტერატურული პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლამ სათავე დაუდო “საავტორო უფლების” დაცვას.
ფაშისტურ რეჟიმთან მოთანამშრომლე ცნობილი კომპანიები…
გერმანელი ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ,ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან თანამშრომლობა დაიწყო არა მარტო ისეთმა სახელგანთქმულმა გერმანულმა კომპანიებმა,როგორებიც არიან – Allianz (გერმანული სადაზღვევო კომპანია), Hugo Boss (ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია,რომლის მიერ დამზადებული ტანისამოსითაც იყო შემოსილი გერმანული არმია) და BMW (გერმანული საავტომობილო კომპანია,რომელმაც აღაიარა,რომ თავის ქარხნებში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს იძულებით ამუშავებდა 30 000-ს კონცლაგერიდან გადმოყვანილ სამხედრო ტყვეს),
ფოქს მედოქს ბრაუნი – “გამომშვიდობება ინგლისთან”
“გამომშვიდობება ინგლისთან” – წარმოადგენს დიდი ინგლისელი მხატვრის,პოეტისა და პრერაფაელისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ფოქს მედოქს ბრაუნის (1821-1893 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ ტონდოს (მრგვალი ფორმების მქონე სურათი ან ბარელიეფი).