Monthly Archives: სექტემბერი 2015
დიალა – (სიკვდილით დასჯილი მდინარე)
მდინარე დიალა – წარმოადგენს მდინარე ტიგროსის მარცხენა შენაკადს და მიედინება თანამედროვე ერაყისა და ირანის ტერიტორიებზე.მისი საერთო სიგრძე 443 კილომეტრია,ხოლო აუზის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ კილომეტრს უტოლდება.
სერ ისააკ ნიუტონი – “ეპიზოდი”
ინგლისელმა სახელმწიფო მოღვაწემ და ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა – ჩარლზ მონტეგიუმ,ინგლისისა და შოტლანდიის მეფეს – უილიამ III ორანელს “მონეტარული სახლის” დირექტორის თანამდებობაზე გენიალური ინგლისელი ფიზიკოსის,მათემატიკოსისა და ასტრონომის - სერ ისააკ ნიუტონის (1642-1727 წლები) კანდიდატურა წარუდგინა.
ადოლფ ჰიტლერის “ამაზრზენი სიყვარულის” ისტორია…
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ომის წამომწყები და მიზანთროპი – ადოლფ ჰიტლერი (1889-1945 წლები),სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ დიდ ინტერესს იმთავითვე იჩენდა.
“დამარტყი,ოღონდ შეისმინე!”
თერმოპილეს ლეგენდად ქცეული ბრძოლის შემდეგ,სახელგანთქმული ათენელი მხედართმთავარი და ათენური დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებელი – თემისტოკლე (ძვ.წ.აღ-ით 524-459 წლები),ვარაუდობდა,რომ სპარსეთის არმიის წინააღმდეგ (რომლებმაც თავის მხრივ გაძარცვეს და გააცამტვერეს მოსახლეობისაგან დაცლილი ათენი) უმჯობესი იყო ზღვაზე ებრძოლათ,ვიდრე ხმელეთზე.
მარგარინის წარმოშობის ისტორია…
მარგარინი – წარმოადგენს კარაქის მსგავს საკვებ ცხიმეულს,რომელიც მზადდება სხვადასხვა სახეობის მოდიფიცირებული ცხოველური ცხიმისა და მცენარეული ზეთის ერთმანეთში შერევის შედეგად.სახელწოდება - მარგარინი,ხმარებაში 1813 წლიდან შემოვიდა.სწორედ ამ წელს აღმოაჩინა გამოჩენილმა ფრანგმა ქიმიკოსმა და ორგანული ქიმიის სამეცნიერო ანალიზის მეთოდის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – მიშელ ეჟენ შევრიოლმა (1786-1889 წლები) – “მარგარინის მჟავა”.
უოლტერ ელიას დისნეი – “ეპიზოდი”
“მულტიპიკაციის ღმერთად” წოდებულ გენიალურ ამერიკელ მხატვარ-მულტიპიკატორს,ბიზნეს-მაგნატს,კინორეჟისორსა და ფილანტროპს - უოლტერ ელიას დისნეის (1901-1966 წლები),ერთ დღეს დისნეის ანიმაციური ფილმებით აღრთოვანებულმა ბავშვმა ჰკითხა:
ნიკოლაე ჩაუშესკუ (რუმინელი სტალინი) – ნაწილი I
“ის,ვინც უარყოფს სხვის თავისუფლებას,თავად არ იმსახურებს თავისუფლებას”. – ალბათ ძნელი წარმოსადგენია,ასეთი სიტყვების ავტორი ესოდენ სავალალო შედეგებით თუ დაასრულებდა სიცოცხლეს.”რუმინელ სტალინად” წოდებული - ნიკოლაე ჩაუშესკუ დაიბადა 1918 წლის 26 იანვარს ჟუდეც ოლტის რეგიონში მდებარე სოფელ სკორნიჩესტში,გლეხის ოჯახში.
ლევ ტროცკი იოსებ სტალინის შესახებ წერდა…
“სტალინი,როგორც გოგოლის პერსონაჟი,მკვდარ სულებს აგროვებს,რადგან ცოცხლები შემოაკლდა”.
მეშურდულეები – “ეპიზოდი”
შურდულს,როგორც ქვის სასროლ ყველაზე მარტივი კონსტრუქციის მქონე ცივ იარაღს,კაცობრიობა უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული გამოიყენებდა (ბიბლიური გადმოცემის მიხედვით,დავითმა გოლიათი სწორედ შურდულის საშუალებნით დაამარცხა).
დუნკლეოსტეუსი
დუნკლეოსტეუსი – წარმოადგენს პლაკოდერმების ჯგუფის (იგივე ჯავშნიანი თევზების) და არტიოდირების კლასის ნამარხი თევზების უზარმაზარ მტაცებელ თევზს,რომელიც ბინადრობდა დევონურ პერიოდში დაახლოებით 415-360 მილიონი წლების წინ.