Monthly Archives: ოქტომბერი 2015
ჩან კაიში – “პიროვნების ჩამოყალიბების ექვსი პრინციპი”
1. “მოზარდი გარემოს უნდა შეეთვისოს,ამასთან გარემოებას კი არ უნდა მისცეს მისი გამოყენების საშუალება,არამედ თავად უნდა გამოიყენოს იგი”.
“დამაკვირდი”
1. “ადამს – შეუძლია,არ სცოდავდეს; ქრისტეს – არ შეუძლია,სცოდავდეს; ჩვენ – არ შეგვიძლია,არ ვცოდავდეთ”. – ნეტარი ავგუსტინე
გუსტავ კლიმტი – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე ავსტრიელ ძმებს,გვარად ბლოხებს - ფერდინანდსა და გუსტავს ორი მშვენიერი დის – ადელისა და მარია ბაუერების სიყვარული ჩაუვარდათ გულში.თავის მხრივ,მათი სატრფოები ვენის საბანკო კავშირის გენერალური დირექტორისა და საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე – მორიც ბაუერის ქალიშვილები გახლდნენ.
ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ამერიკელმა მწერალმა – ერნესტ მილერ ჰემინგუეიმ (1899-1961 წლები),თავისი მშფოთვარე ცხოვრების განმავლობაში უამრავი სულიერი და ფიზიკური ტრამვა გადაიტანა,რის გამოც არაერთხელ მოხვედრილა საავადმყოფოებში.
როგორ იძია შური აგათა კრისტიმ თავის ყოფილ მეუღლეზე?!
დიდი ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი ქალი - დეიმ აგათა მერი კლარისა მილერი (1890-1976 წლები),იგივე - აგათა კრისტი,რამდენიმე წლის მანძილზე იყო შეყვარებული ბრიტანეთის არმიის ლეიტენანტსა (შემდგომ პოლკოვნიკი) და ბიზნესმენზე – არჩიბალდ კრისტიზე (1889-1962 წლები).
ვიქტორ ბიაკა-ბოდა – “ეპიზოდი”
ვიქტორ ბიაკა-ბოდა (1913-1950 წლები) – წარმოადგენდა სპილოს ძვლის ნაპირელ (თანამედროვე – კოტ-დ’იუვარი) იმ ერთადერთ პოლიტიკოსს,იურისტსა და ექიმს ისტორიაში,რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,თავისივე ამომრჩევლების მიერ იქნა მოკლული და შეჭმული.
მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ თურქი ხალხის დამოძღვრა…
“დახმარებისათვის მიცვალებულების მოშველიება ცივილიზებული საზოგადოებისთვის სამარცხვინოა.ვერაფრით შევეგუები იმას,რომ დღეს,მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ეპოქაში,თურქულ საზოგადოებაში ისეთი პრიმიტიული ადამიანები არსებობდნენ,რომლებიც მატერიალური თუ სულიერი ბედნიერების მიღწევას ამა თუ იმ შეიხის შეგონებებით ცდილობენ.
ფრანსისკო ფრანკოს დამოკიდებულება მასონებისადმი…
ესპანეთის დიქტატორი და გენერალსიმუსი – ფრანსისკო ფრანკო (1892-1975 წლები),მასონების მიმართ,მამამისისაგან – ნიკოლას ფრანკო ი სალგადოსაგან განსხვავებით განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა.მასონთა საიდუმლო ლოჟის წევრი ერთი პერიოდის განმავლობაში გახლდათ ფრანსისკოს ძმა – რამონი.
“კორიუკოვკას საზარელი ტრაგედია”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,კერძოდ – 1943 წლის 27 თებერვალს,უკრაინელი პარტიზანები თავს დაესხნენ უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე ჩერნიგოვის ოლქში განთავსებულ დიდ სოფელ – კორიუკოვკას.აღნიშნული თავდასხმის მიზანს წარმოადგენდა სოფელში განთავსებული ციხიდან გერმანელი ფაშისტების მიერ ტყვედ აყვანილი ადგილობრივი პარტიზანული რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ცოლ-შვილისა და რაიონული პარტიზანული აქტივისტების ახლობელთა განთავისუფლება.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქალაქ ეფესოს ერთ-ერთმა რიგითმა მაცხოვრებელმა – ჰეროსტრატემ,საკუთარი სახელის “უკვდავსამყოფად”, ძვ.წ.აღ-ით 356 წლის 21 ივლისის გამთენიისას გადაწვა არტემიდას უნიკალური ტაძარი.სწორედ იმ პერიოდებში დაისვა კითხვა,თუ რატომ არ მივიდა ძველ ბერძენთა მითოლოგიური ქალღმერთი მისივე სახელზე აგებული ბრწყინვალე ტაძრის გადასარჩენად.აღნიშნულ შეკითხვას,ერთი ძველბერძნული ლეგენდა მეტად მარტივად სცემს პასუხს: