Daily Archives: ოქტომბერი 6, 2016
ერიხ მარია რემარკი – “ეპიზოდი”
“მწერალი,რომელიც ერთდროულად ძულდა და აღმერთებდა მთელი გერმანია”, – ასე ახასიათებენ ფაშისტური რეჟიმისაგან ამერიკის შეერთებული შტატებში იძულებით ემიგრირებულ გენიალურ გერმანელ მწერალს – ერიხ მარია რემარკს (1898-1970 წლები).
ლავრენტი ბერია – “ეპიზოდი”
“სადღესასწაულო დღეებში,პარტიისა და მთავრობის გამოჩენილ მოღვაწეთა პორტრეტების დემონსტრაციაზე გამოტანა,დაწესებულების,ორგანიზაციების,ფაბრიკა-ქარხნების შენობათა ფასადებზე ამ პორტრეტების გამოკიდება საჭირო აღარ არის”. – ეს სიტყვები სტალინის გარდაცვალების შემდგომ საჯარო გამოსვლისას წარმოთქვა
სტენდალი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალურ ფრანგ მწერალსა და ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებელს - ანრი მარი ბეილს (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალს,დედისაგან განსხვავებით,საშინლად სძულდა, და შეიძლება ითქვას,მტრობდა კიდეც,საკუთარი მამა – შერიუბენ ბეილი.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,ლევ ტოლსტოიმ თავის ერთ-ერთ საჯარო მიმართვაში შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის იმპერატორს – ნიკოლოზ II-ს.როგორც წესი,ასეთი სახის ქმედება რუსეთის იმპერიაში,მინიმუმ,კატორღით ისჯებოდა.მეფისა და რწმენის წინააღმდეგ ამბოხში დადანაშაულებული მწერლის დასჯა ნიკოლოზისაგან რამდენიმე გავლენიანმა მინისტრმა მოითხოვა.დაასახელეთ,რა პასუხი გასცა იმპერატორმა თვის ქვეშევრდომებს ლევ ტოლსტოის დასჯის მოთხოვნაზე?
ბრენდან ბიენი – “ეპიზოდი”
ცნობილმა ირლანდიელმა მწერალმა და ჟურნალისტმა - ბრენდან ბიენმა (1923-1964 წლები),რომლის ბიძა გახლდათ ავტორი ირლანდიის ეროვნული ჰიმნის მუსიკისა,ხოლო მშობლები კი “ირლანდიის რესპუბლიკური არმიის” აქტივისტები გახლდნენ,სკოლაში სწავლის გაგრძელებაზე ცამეტი წლის ასაკში თავისი სურვილით განაცხადა უარი.
სად დაწერა “მერვე სიმფონია” დიმიტრი შოსტაკოვიჩმა?
გამოჩენილმა რუსმა კომპოზიტორმა და პიანისტმა – დიმიტრი შოსტაკოვიჩმა (1906-1975 წლები) 1943 წლის ზაფხულში დაწერა “მერვე სიმფონია”,რომელსაც მოგვიანებით შოსტაკოვიჩის კომპოზიტორმა მეგობარმა – ისააკ გლიკმანმა – “ყველაზე ტრაგიკული მუსიკალური ნაწარმოები” უწოდა (რიგმა მუსიკათმცოდნებმა კი აღნიშნულ ქმნილებას – “ღვთაებრივი ტრაგედია” უწოდეს).