Daily Archives: ოქტომბერი 25, 2016

ედუარდ VII-ეს შესახებ…

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე და ლეგენდარული დედოფლის – ვიქტორიას ვაჟი – ედუარდ VII (1841-1910 წლები) განათლების მიღების მიმართ საშინელ გულგრილობას ჯერ კიდევ ყმაწვილური ასაკიდან იჩენდა.იგი უფრო დროსტარების მოყვარული კაცი გახლდათ.მაგალითად,ერთხელ,მსუბუქი ყოფაქცევის შიშველ ლამაზმანებთან აუზში მყოფი ახალგაზრდა ედუარდი საროსკიპო “ლე შაბანიეში” დააფიქსირეს .

ტარიელ ჭანტურია – „ალიბი შვილისთვის”

„ვგონებ,ვისლავა შიმბორსკას ლექსია: ქალი, რომელიც უძვირფასესმა ადამიანმა მოკლა, მკვლელის წასვლის შემდეგ ადგება, სისხლის ტბორს მოამშრალებს, წაშლის უმძიმესი დანაშაულის კვალს და ისევ მარადიულ ძილს მისცემს თავს, დაიმედებული, რომ მკვლელს აღარაფერი ემუქრება ჩადენილი დანაშაულის გამო…

ჟან-ლეონ ჟერომი – “ფრინა არეოპაგის წინაშე”

“ფრინა აეროპაგის წინაშე” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრის,სკულპტორისა და აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ჟან-ლეონ ჟერომის (1824-1904 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს.

ნაპოლეონ ბონაპარტი და ჭადრაკი

ლეგენდად ქცეული ფრანგი მხედართმთავარისა და საფრანგეთის იმპერატორის - ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) ერთერთ ჰობს ინტელექტუალური სამაგიდო თამაში – ჭადრაკი წარმოადგენდა.

ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი წერდა…

“სიზარმაცეში ნუ ჩაეფლობით,იცოდეთ,ზიზღის ღირსი,უსახელო სიცოცხლე იქნება თქვენი ხვედრი.იგი არ მოგცემთ გასაქანს მოიმოქმედოთ რამე,წიგნად დასაწერი და არც წიგნს დაგაწერინებთ,წასაკითხად ვარგისს,ხოლო ყველა გონიერი კაცი ხომ ამ ორი მიზნიდან ერთერთისაკენ მაინც უნდა მიილტვოდეს.უსაქმურობა,ჩემი შეხედულებით, – თვითმკვლელობის ნაირსახეობაა:

ალექსანდრე პუშკინის “შვიდი ბეჭედი”

“დამიფარე მე,ჩემო თილისმანო”. – აღნიშნული სიტყვები დიდი რუსი პოეტის – ალექსანდრე პუშკინის (1799-1837 წლები) ერთ-ერთი ლექსიდან გახლავთ აღებული.ვინც კარგად იცნობს პუშკინის ბიოგრაფიას,ეცოდინება,რომ ალექსანდრეს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა – თილისმანები.