Daily Archives: ოქტომბერი 24, 2016

ფრაზეოლოგია “უსახლკაროთა” შესახებ…

1. ”შეუძლებელია იყო ბედნიერი მაშინ,როდესაც შენს სიახლოვეს ვიღაცას – შია,ვიღაცას – ცივა,ვიღაც – უსახლკაროა,სადღაც – ომი მიმდინარეობს!”

იცით თუ არა,რომ

1. მას შემდგომ,რაც 1912 წელს საქართველოში სტუმრად მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით სახელგანთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი,გალაკტიონ ტაბიძის “მუზა” და მსოფლიო სილამაზის კონკურსის პირველი გამარჯვებული – მერი შერვაშიძე იხილა,აღტაცება ვერ დამალა და ხმამაღლა თქვა: ” – ასეთი სილამაზე მომაჯადოვებელიაო”.

“დამაკვირდი”

1. “ვინც თავისუფლების ნაყოფი იგემა,იგი მაშინვე დარწმუნდა,რომ ადამიანი პირუტყვი არ არის”. – რობერტ ბერნსი

ერნესტ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”

პარიზში ცხოვრების პერიოდში ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი და ახალგაზრდა ასაკში მყოფი გენიალური ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი – ერნესტ ჰემინგუეი (1899-1961 წლები) სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი,რის გამოც იგი მეუღლესთან ერთად უკიდურეს ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდიდა.

მუხრან მაჭავარიანი – „ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი”

ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი,

დღეს არა, ხვალე მოვკვდები, ვიცი,

იუდა ისკარიოტელი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,იესო ქრისტეს ერთერთი მოწაფე თორმეტი მოწაფიდან – იუდა ისკარიოტელი,ჩვენი მაცხოვრის ერთადერთი მოციქული იყო,რომელიც წარმოშობით ისრაელის მიწის ისტორიული ოლქიდან – იუდეადან გახლდათ გამოსული.

“ექვსი ფუტის ქვემოთ”

ინგლისურ ენაში გავრცელებულია ერთი ფრაზა,რომელიც ითარგმნება,როგორც – “ექვსი ფუტის ქვემოთ”,რომელიც იმთავითვე ასოცირდება ადამიანებში – სიკვდილსა და დაკრძალვასთან.აღნიშნული ფრაზა მას შემდგომ იქნა ინგლისურ ენაში დამკვიდრებული,რაც 1655 წელს დიდი ბრიტანეთი “შავი ჭირის” საშინელმა ეპიდემიამ მოიცვა.

ბიზანტიის იმპერია – “ეპიზოდი”

ბიზანტიელები ღრმად იყვნენ დარწმუნებული,რომ რაიმე ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს ბიზანტიის საიმპერატორო ტახტის დაუფლებაზე პრეტენზიის გამოცხადების უფლება არ გააჩნდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ბიზანტიის იმპერატორები საიმპერატორო ტახტის შესაძლო პრეტენდენტებს კი არ კლავდნენ,არამედ სხვადასხვა საშუალებებით ასახიჩრებდნენ და ამახინჯებდნენ,

რა მეთოდით დაიმორჩილა პაულინა დეცინიუს მუნდუსმა?

დიდი ებრაელი ისტორიკოსისა და მხედრათმთავრის – იოსებ ფლავიუსის (37-100 წლები) გადმოცემის თანახმად,რომის იმპერატორის – ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ რომაელ დიდებულს – დეცინიუს მუნდუსს განსაკუთრებული ვნება ამოძრავებდა ქმარშვილიანი ქალის,სახელად – პაულინას მიმართ.

რამზეს III – “ეპიზოდი”

დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 1155 წელს მანეთონის მიხედვით XX დინასტიის პირველი ეგვიპტის ფარაონის – რამზეს III-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო ფარაონის მეუღლემ – ტიტიმ,რომლის უშუალო ინიციატივითაც გამოღადრეს ყელი მის მეუღლეს.