Daily Archives: ოქტომბერი 26, 2016
უილიამ მორისი – “ეპიზოდი”
ისევე როგორც მრავალ გენიოსს,პრერაფაელისტების მეორე თაობის გენიალურ ინგლისელ მხატვარს,პოეტსა და გამომცემელს – უილიამ მორისსაც (1834-1896 წლები) ერთი მეტად უცნაური და შეიძლება ითქვას,ძალიან ცუდი თვისება ახასიათებდა.
გაიქცა თუ არა ნაპოლეონ ბონაპარტი წმინდა ელენეს კუნძულიდან?
როგორც ცნობილია,ლეგენდარული ფრანგი მხედართმთავარი და საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები),თავისი მმართველობის ჟამს ქვეშევრდომებისაგან მოითხოვდა,რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოეჩინათ,რათა ისეთი ადამიანები აღმოეჩინათ,რომლებიც ფიზიკური მონაცემებით ძალიან ემსგავსებოდნენ მას.
რობერტ ბერნსი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური შოტლანდიელი პოეტი და ლირიკოსი - რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები) ერთობ თავისუფალი ცხოვრების წესით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.მას სამი უკანონო ქალიშვილი შეეძინა სხვადასხვა ქალბატონებთან დამყარებული ხანმოკლე ურთიერთობების შედეგად.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1834 წელს ინგლისში გამოიცა ეგრეთ წოდებული “ღარიბთა კანონი”,რომლის ძალითაც უმუშევრებს ყოველგვარი ადამიანური უფლებები ეკვეცებოდათ და ისინი იგზავნებოდნენ სპეციალურად დაარსებულ – “მუშათა სახლებში”.
ტომას მაინ რიდი – “ეპიზოდი”
სიცოცხლის ბოლო წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა დიდი ინგლისელი მწერლისა და შესანიშნავი სათავგადასავლო რომანების ავტორის – ტომას მაინ რიდისთვის (1818-1883 წლები).ძველი ჭრილობა,რომელიც მწერალმა მექსიკელებთან წარმოებული ერთ-ერთი ბრძოლისას მიიღო,აუტანელი ტკივილებით ტანჯავდა მას.ეს ოდესღაც უმამაცესი და უმარდესი მხედარი ახლა ყავარჯნებით ძლივს გადაადგილდებოდა და ერთადერთ ნუგეშად ისევ თავისი გმირების – უშიშარი და პატიოსანი ადამიანების – ცხოვრებაღა შემორჩენოდა.
მარკ ტვენი – “არავითარი სურვილი არ მქონია მწერლობისა”
მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა – სემიუელ ლენგჰორნ კლემენსი (1835-1910 წლები) სკოლიდან გამოიყვანეს და სტამბაში მიაბარეს შეგირდად.აქედან იწყება მომავალი მწერლის დიდი გზა.კლემენსმა მრავალი ხელობა გამოიცვალა,