Monthly Archives: ოქტომბერი 2017
ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”
თუკი სპირტიანი სასმელების მოყვარული დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ ჰემინგუეი წერდა -„მე იმიტომ ვსვავ,რომ გარშემომყოფები ჩემთვის საინტერესო გახდნენო”,აშშ-ის ისტორიაში უდიდესი წვლილის დამდები სახელმწიფო მოღვაწე - ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) თავის ტრფიალს ალკოჰოლური სასმელების მიმართ შემდეგი სიტყვებით ხსნიდა – „ღვინოში სიბრძნეა,ლუდში – თავისუფლება,წყალში კი – ბაქტერიებიო”.
ვენეცია – „ეპიზოდი”
ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში განთავსებული „არხების ქალაქად” წოდებული ქალაქის – ვენეციის მფარველ წმინდანს სახარების ერთ-ერთი დამწერი წმინდა მოციქული – მარკოზ მახარებელი წარმოადგენს.
ეგვიპტის ფარაონების შესახებ…
უძველესი ეპოქების ეგვიპტე თვალნათელი მაგალითია იმისა,თუ რა საშინელ შედეგებამდე მიყავდა ეგვიპტის ფარაონები მათში ფესვგადგმულ ისეთ არაადამიანურ და ბილწ აქტს,როგორიცაა – სისხლთაღრევა (ინცესტი).
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ერთ-ერთი ცნობილი რუსული მართლმადიდებლური მონასტრის შესასვლელი კარიბჭრის მარჯვენა მხარეს მონასტრისათვის ერთობ შეუფერებელი და უჩვეულო რამდენიმე ექსპონატია განთავსებული.საყურადღებოა ის გარემოებაც,
ფრანსუა მიტერანი – „ეპიზოდი”
ერთადერთი სოციალისტი პრეზიდენტი,რომელიც საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა, – ფრანსუა მორის ადრიენ მარი მიტერანი (1916-1996 წლები) მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ადამიანებზე ევთანაზიის პროცედურის ჩატარებას (უკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თოვნით).
ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – „დონ კიხოტი”
„კამილა დანებდა; დანებდა საბრალო კამილა, მაგრამ რა არის აქ საკვრიველი? აკი, ვერც ლოტარიოს მეგობრობამ გაუძლო და ისიც დაეცა. ეს მაგალითი ერთხელ კიდევ თვალნათლივ გვიმტკიცებს, რომ ყოვლის წამლეკი ვნების ძლევა, მხოლოდ ერთი გზით თუ შეიძლება: უნდა გაექცე; უნდა გაექცე, რადგან არვის ძალუძს ესოდენ ძლევამოსილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან მის ამქვეყნიურ ძალმოსილებას მხოლოდ არაამქვეყნიური ძალა თუ შეიძლება დაუპირისპირდეს”.
ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
1782 წლის 27 ოქტომბერს იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს საპორტო ქალაქ გენუაში არსებულ პასო დი გატა მორას ქუჩაზე,რაც თარგმანით „შავი კატის ქუჩას” აღნიშნავს,ქვეყნიერებას მოევლინა ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე,გიტარისტი და კომპოზიტორი – ნიკოლო პაგანინი.
ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შედევრიდან – „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”
„თქვენ იქნებ ფიქრობთ, მე ამქვეყნად იმიტომ ვარსებობ, რომ ადამიანებს რჩევა მივცე.ეს ხომ ყველაზე სულელური ხელობაა, რასაც შეიძლება მისდევდეს კაცი. უმჯობესია თითოეულმა თვითონ მისცეს საკუთარ თავს რჩევა და გააკეთოს ის, რასაც გული კარნახობს. თუ კარგად წაუვა საქმე, გაიხაროს იმით, რომ ბრძენი და ბედნიერია, თუ ცუდად – აგერ არა ვარ, შემახოცოს ხელი”.