Monthly Archives: მარტი 2018

ამონარიდები ქეი-ქაუსის დარიგებათა წიგნიდან – „ყაბუს-ნამე”

„ეს ქვეყანა სიკეთისა და ბოროტების სათესი მინდორია, – რასაც დასთეს, მასვე მოიმკი”.

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„არ არსებობს სამკაული სირცხვილის გრძნობაზე უმშვენიერესი და არ არსებობს მტერი ცუდ ჩვეულებაზე უარესი”.

მორის ფოცხიშვილი – „ნადირობა”

ჭალაში ბალანაშლილი

თეთრი სეტერი ქრის…

XVIII საუკუნის უმნიშვნელოვანესი უკანასკნელი ხუთწლეული…

XVIII საუკუნის უკანასკნელ ხუთწლედში,საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალა-უფლება საქმოსნების ხელში გადავიდა.საფრანგეთის ახალმა ბატონებმა გამოცხადეს თავიანთი დევიზი – „გამდიდრდით!” – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზურგი აქციეს საფრანგეთს,რომლის დაუხმარებლადაც დამოუკიდებლობა იმ პერიოდში მართლაც რომ წარმოუდგენელი რამ გახლდათ მისთვის.

ნენსი ასტორის შესახებ…

„პირველივე შემთხვევაში ადამმა მთელი პასუხისმგებლობა ქალს დააკისრაო”, – მრავლისმეტყველად შენიშნა ერთხელ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის პირველმა დეპუტატმა ქალმა – ნენსი ასტორმა (1879-1964 წლები),რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იღწვოდა ქალთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის.

რა უცნაური განაჩენი გამოუტანა ესპანურმა ინკვიზიციამ პაბლო დე ოლავიდეს?

სახელოვანი ესპანელი პოლიტიკოსი,იურისტი და მწერალი – პაბლო დე ოლავიდე (1725-1803 წლები),რომლის სახელიც დღეისათვის მინიჭებული აქვს სევილიის საჯარო უნივერსიტეტს,ფრანგული ენციკლოპედიზმის გუმხურვალე მხარდამჭერი სწავლული იყო,რაც უკიდურესად აღაშფოთებდა ესპანეთში გამეფებულ ინკვიზიციის დაუნდობელ მსახურთ.

აკაკი წუხდა…

„ჩვენ,ქართველებს,ყველაფერი გარეული მოგვწონს,სიტყვა „უცხო” – კარგს ნიშნავს, „საუცხოო” – საქებს. შინაური კი,ცამდინაც რომ მაღალი იყოს,არაფრად მიგვაჩნია.

გალაკტიონი – „ჩემი ერთადერთი შიში დედის სიკვდილის შიში იყო”

„დავკარგე დედა და მასთან ერთად დავკარგე იმედი, ნუგეში, თანამგრძნობი… უდედოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა,მაგრამ ვარ… დავტოვე ჭყვიში და მასთან ერთად დავტოვე დედის ახლადშეზვინული საფლავი…

იცით თუ არა,რომ

1. როგორც ცნობილია,ესპანეთის მეფემ – ფილიპე V-მ უამრავი ფული და ჯაფა შეალია სამეფო სასახლის ბაღში დიდებული შადრევნების მშენებლობას. და როდესაც შადრევნებმა პირველად იფეთქეს,მონარქმა ერთმნიშვნელოვნად შენიშნა: „ეს შადრევნები ხუთი მილიონი დამიჯდა და თავიც ხუთი წუთით შემაქცევინესო”.

ასე ახარა ერთ-ერთმა ფილადელფიურმა გაზეთმა მკითხველს ჯორჯ ვაშინგტონის მიერ თანამდებობის დატოვება?

მას შემდეგ,რაც ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულმა პირველმა პრეზიდენტმა – ჯორჯ ვაშინგტონმა (1732-1799 წლები) თანამდებობა დატოვა,მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართ ერთობ კრიტიკულად განწყობილმა „ძმური სიყვარულის ქალაქად” წოდებულ ქალაქ ფილადელფიაში გამომავალმა ერთ-ერთმა გაზეთმა აღნიშნული ფაქტი მოსახლეობას შემდეგი სახის ინფორმაციით ახარა: