Tag Archives: სხვა
რევაზ ინანიშვილის ნააზრევი…
„ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებივით აგებულ ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხვდება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა, პირიქით, მიაქვს.
ალექსანდრე დიუმა წერდა…
„რა არის სასწაული? ის, რაც არ გვესმის. რა არის ნამდვილად ყველაზე სანატრელი? ის, რაც მიუწვდომელია. მაშ, ასე, გაუგებრობის შეცნობა, მიუწვდომელის მოპოვება – აი, ამას ვუძღვენი მთელი ჩემი ცხოვრება”.
ალექსანდრე დიუმა წერდა…
„ადამიანი ყოველთვის ასეთია: სხვის თავმოყვარეობას ნაჯახით სცემს, ხოლო როდესაც მისას ნემსით უჩხვლეტენ, ყვირილს მორთავს”.
გურამ დოჩანაშვილი – „ვაზის საგალობელი”
„ვაზს რო რაც უნდა, ცხვარს არა აქვს იმდენი ბეწვი, სუმუდამ უნდა დასტრიალებდე, ხო ალერსით ზრდი, როგორ არწყულებ, მაგრამ წყალზე არანაკლებ სჭირდება ოფლი. იმაზე ყველაფერი ალალია.
მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…
„ოჰ, ნეტა, იმ კურთხეულ დროს, როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი წყეული ცეცხლსასროლი იარაღის სატანური ძალა, რომლის გამომგონებელიც, ჩემი ღრმა რწმენით, უკვე გეენის ცეცხლში იღებს თავისი ეშმაკეული გამოგონების ჯილდოს.
მიხეილ ჯავახიშვილი წერდა…
„სხვისი ჭირისთვის ვერ მოვიცალე, რადგან საკუთარსაც ძლივს დავათრევდი. მაინც ვიარე და მარადი ვეძიე, მაგრამ ვერ ვიპოვე და დავივიწყე”.
ოტია იოსელიანი – „ვინა ხარ შენ! – აი, რა არის მთასვლელობა!”
„მე რომ მკითხოთ, მთასვლელობა ჭეშმარიტი რაინდობაა და არა სპორტი. არც ტაში, არც ვაშა, არც ფული და მდგომარეობა…