Tag Archives: ლიტერატურა
ამონარიდები გუსტავ ფლობერის რომანიდან – „სანტიმენტალური აღზრდა”
„ – საერთოდ, მე მგონია, რომ არის სამი პარტია. არა! სამი ჯგუფი, რომელთაგანაც არცერთი არ მეპიტნავება: ისინი, ვისაც აქვს რამე, ისინი, ვისაც არაფერი არ აქვს და ისინი, ვინც ცდილობს რამე შეიძინოს. მაგრამ ყველანი ერთსულოვანი არიან ძალაუფლებისადმი სულელურ თაყვანისცემაში!”
ამონარიდები კონსტანტინე ლორთქიფანიძის რომანიდან – „კოლხეთის ცისკარი”
„ღმერთმა თუ ბუნებამ არც სახე მოგვცა ერთნაირი, არც სინდისი, არც მკლავის ძალა, ყველა ერთნაირად რატომ უნდა დავფასდეთ?!”
ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”
„ბუნებამ ქალები სუსტ, მგრძნობიარე, მიმნდობ არსებად გააჩინა. მამაკაცები იოლად ახვევენ თავბრუს., აცდენენ, სისულელეს ჩაადენინებენ, მერე კი მისდგებიან და ჰკიცხავენ, ჰკილავენ, სიცოცხლეს უსპობენ. ის კი ავიწყდებათ, რომ ქალთა ცოდვანი, თუ მთლიანად არა, სანახევროდ მაინც, მათ კისერზეა”.
ამონარიდები ჯუზეპე გარიბალდის რომანიდან – „კლელია”
„დუელზე შემდეგი შეხედულებისა ვარ: ჩემი ფიქრით, ყოველთვის გასაკიცხნი არიან ისინი, ვინც ერთმანეთში ისე ვერ მორიგებულან, თუ ერთმა მეორეს სიცოცხლე არ მოუსწრაფა”.
ამონარიდები რომენ როლანის რომან-ეპოპეადან – “ჟან-კრისტოფი”
„ყველამ იცის, რა ძნელია სრული გულახდილობა ბავშვსა და მშობლებს შორის, თუნდაც მათ უნაზესი სიყვარული აკავშირებდეს, რადგან ერთი მხრივ, პატივისცემა ხდის შეუძლებელს აღსარებას;
ამონარიდები სადეყ ჰედაიათის ნოველიდან – „ბრმა ბუ”
„გულცივი ცხოვრება ადამიანის სახეს ნიღბად აქცევს. ზოგი მუდამ ერთ ნიღაბს ატარებს, რომელიც თანდათან ჭუჭყიანდება და ნაოჭებით იფარება.
ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”
„ხანდახან ადამიანი ერთ დღეში უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე წლების მანძილზე”.
ამონარიდები სადეყ ჰედაიათის მოთხრობებიდან…
„ადამიანი უენო საქონელზედაც ადვილად ირყვნება”. – (ანტიქრისტეს სახედარი)
ამონარიდი ლეონჰარდ ფრანკის მოთხრობიდან – „ჯარისკაცის ქვრივი”
„ყური მიგდეთ. უპირველეს ყოვლისა, სიმართლე უნდა ვთქვათ. ჩვენ იგი დაგვავიწყდა. იმაზე თავს არ ვიწუხებდით, გვეფიქრა, რა იყო კარგი და რა – ცუდი. საერთოდ, არაფერზე არ ვფიქრობდით. ისე ვცხოვრობდით, რომ ჩვენს გარშემო ბოროტებას დაესადგურებინა და ჩვეულებრივ ამბად ქცეულიყო.
ამონარიდები ლეონჰარდ ფრანკის მოთხრობიდან – „მიზეზი”
„მოგიწოდებთ თქვენ და მთელ კაცობრიობას, მინდა ჩემმა სიტყვებმა შეაღწიოს თქვენს გულებში: ნუ შეიძულებთ იმათ, ვისაც მისჯილი აქვს, მთელი სიცოცხლე კატორღაში გაატაროს, ან ჯალათის კუნძზე დაამთავროს სიცოცხლე. ისინი იტანჯებიან და კვდებიან თვითეული ჩვენთაგანის დანაშაულის გამო…”