Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები უილიამ ფოლკნერის რომანიდან – „ხმაური და მძვინვარება”

„კაცი რაღაცის და რაღაცის ჯამია, ჭუჭყს შერეული რაღაც გამოცანაა, ქანცმილეული მიათრევს თავის ტვირთს, რათა ნული – მიწის მტვერი გახდეს საბოლოოდ”.

ამონარიდები სადეყ ჰედაიათის მოთხრობებიდან…

„თუ ცხოვრებას მხოლოდ სკოლის მერხიდან წამოღებული ცოდნით კი არა, უფრო ღრმად, რელიგიის მიერ გავრცელებული ცრურწმენების გარეშე განვიხილავთ, ჩვენ თვალწინ მრავალი საოცრება გადაიშლება”.

ამონარიდები არჩილ სულაკაურის რომანიდან – „ოქროს თევზი”

„კარგი ოჯახი… ცუდი ოჯახი… საშუალო ოჯახი… კარგზე კარგი… საშუალოზე კარგი… ცუდზე კარგი… კარგზე ცუდი… საშუალოზე ცუდი… ცუდზე ცუდი… რამდენნაირი ოჯახი არსებობს ამქვეყნად?”

ამონარიდები გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობიდან – „მშვიდობით, არჩილ!”

„არიან ადამიანები, ბინძური გზით რომ ითვისებენ ხალხის, სახელმწიფოს ქონებას. მათ ბინაში რომ შეხვიდე, ანტიკვარული მაღაზია გეგონება.

ამონარიდები სერგო კლდიაშვილის რომანიდან – „მყუდრო სავანე”

„გესმოდეს ფოთლების შრიალი, ყნოსავდე მიწის სურნელს, გრძნობდე მზის სითბოს, ხედავდე დაუსრულებელ ცის სიღრმეს, – ამაზე მეტი რა ინატროს ადამიანმა!”

ამონარიდები ონორე დე ბალზაკის მოთხრობიდან – „ძმადნაფიცი”

„როგორც ცნობილია, ყოველ ადამიანურ საქმესა და აზრს პირი წაღმაც აქვს და უკუღმაც, და ცხოვრების რთული მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ საგანს წაღმა პირიდან შევხედოთ”.

ამონარიდები დიმიტრი წიკლაურის მოთხრობიდან – „ვალენტის შვებულება”

„დრო თიხის ასწლოვან დოქებს ამსხვრევს და, მით უმეტეს, რა მოუვა ადამიანთა ურთიერთობებს, რამდენ ბზარს დაამჩნევს ცხოვრება, რომელიც გამოცდილი აუდიტორია, ყოველთვის მიგითითებს შეცდომებზე, მაგრამ არასოდეს გიჩვენებს სწორ გზას”.

ამონარიდები ევრიპიდეს პიესიდან – „იფიგენია ავლისში”

„ადამიანი სწორედ მაშინ, როდესაც კარგ ბედშია, როცა კეთილდღეობა ეწვევა, არ უნდა იცვლიდეს საქციელს, სწორედ მაშინ უნდა უერთგულოს მეგობრებს, როდესაც მისი კეთილი ბედი უფრო საქმიანად შეიძლება დაეხმაროს მათ”.

ამონარიდი ნაირა გელაშვილის რომანიდან – „…ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე…”

„ – მარტო ფიზიკურად რომ დატანჯულიყო, მაინც ჩვეულებრივი ტანჯვა იქნებოდა. ადამიანები ამაზე უარეს ტანჯვა-წამებასაც გადიან… ხშირად საკუთარ თავზე იღებენ საშინელებას, რომ საყვარელი ადამიანი გადაარჩინონ

ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „ოთხმოცდაცამეტი წელი”

„ნურავინ იტყვის, სიკეთით მე გჯობივარ შენაო”.