Tag Archives: ეს საინტერესოა
ფრანგული კოლაბორაციონიზმის შესახებ…
1940 წლის 22 ივნისს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და “ვიშის” ფაშისტური რეჟიმის ხელმძღვანელმა – ანრი ფილიპ პეტენმა (1856-1951 წლები) ხელი მოაწერა კომპიენის დროებით ზავს ფაშისტური გერმანიის უმაღლეს ხელისუფლებასთან,რის შემდგომაც ფრანგებს მოუწოდა გერმანელ ოკუპანტებთან თანამშომლობისაკენ.
აისინიგიორო პუი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ჩინეთის უკანასკნელმა იმპერატორმა - აისინიგიორო პუიმ (1906-1967 წლები),თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი განსაცდელი გამოიარა.ტახტზე ასვლისას სამი წლის ასაკში მყოფმა (ჩინეთში ადამიანის ასაკს მისი ჩასახვის დროიდან ითვლიან.შესაბამისად,”ტახტზე ასვლის დიდი ცერემონიისას” პუი ორი წლის გახლდათ) აისინიგიორომ ბავშვური გულუბრყვილობით განაცხადა: “არ მინდა აქ დარჩენა! სახლში მინდა!” – და ეგებ მისთვის ჯობდა კიდეც სახლში რომ გაეშვათ.
ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი – “ეპიზოდი”
ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი (1865-1923 წლები) – წარმოადგენდა გერმანული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ინჟინერ-ელექტრიკოსს,რომელსაც ზედსახელად მოიხსენიებდნენ,როგორც – “ჯადოქარი სტენეკტადიდან”.
“ეშმაკის ბაღები”
“ეშმაკის ბაღები” – წარმოადგენს ამაზონის ტროპიკულ ტყეებში განთავსებულ ანომალური დატვირთვის მქონე მიწის იმ ნაკვეთებს,სადაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სახეობის ხე – “Duroia hirsuta” ხარობს.
ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი არქიტექტორი,გამომგონებელი,მხატვარი და მოაზროვნე - ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) ერთობ აბუჩად იგდებდა ფიზიოგნომიკას (უძველესი ოკულტური მეცნიერება,რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ნაწილების,განსაკუთრებით სახის ნაკვთების საშუალებით დააგინოს მისი ხაისათის ნიშან-თვისებები).
ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები…
სიდჰართა გაუტამა (ძვ.წ.აღ-ით 563-483 წლები) – “არაფერია მარადიული!”
რატომ მოკლეს გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი?
გაიუს სემპრონიუს გრაქკუსი (ძვ.წ.აღ-ით 154-121 წლები) – წარმოადგენდა ხალხისათვის დამაშვრალ ერთ-ერთ საუკეთესო რომაელ პოლიტიკოსს,სახალხო ტრიბუნსა და მხედართმთავარს.
პეტრე III-ეს შესახებ…
რუსეთის იმპერატორი პეტრე III (1728-1762 წლები),იგივე – კარლ პეტერ ფონ ულრიხ შლეზვიგ ჰოლშტეინ-გოტორპი მეტად არაორდინალური და უცნაური ხასიათის მქონე პიროვნება გახლდათ.
ჟანა დ’არკის აღსასრული…
ინგლისის სამეფოს ინტერესების დამცველი ფრანგი ეპისკოპოსის – პიერ კოშონის ხელმძღვანელობით საეკლესიო სასამართლომ სიკვდილით დასჯა გამოუტანა განაჩენად ერესში ბრალდებულ 19 წლის ასაკში მყოფ საფრანგეთის ეროვნულ გოგონას - ჟანა დ’არკს (1412-1431 წლები).
“სიბრძნის წუთი”
თავსატეხების მოყვარულმა ძველი ეგვიპტის ფარაონმა ოცდამეექვსე დინასტიიდან – ამასის II-მ (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 570-526 წლებში),სიბრძნით გამორჩეულ ერთ-ერთ ძველბერძენ სწავლულსა და საზოგადო მოღვაწეს – პრიენელ ბიანტეს (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში),სამსხვერპლო ცხოველი გაუგზავნა და შეუთვალა,რომ ამოეკვეთა ხორცის ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი ნაწილი და ის კვლავ უკანვე დაებრუნებინა.