Tag Archives: ისტორია
ძველი რომი – „ეპიზოდი”
ანტიკური ხანის რომში, სხვა უამრავ უცნაურ წესთან ერთად, ერთი ფრიად უცნაური და საყურადღებო წესი იყო დამკვიდრებული: ნებისმიერი პიროვნება, ვინც კი თანამდებობის მაძიებლად მოიაზრებდა თავს, ვალდებული გახლდათ „მარადიული ქალაქის” ფორუმზე უტუნიკოდ (მამაკაცის ტრადიციული სამოსი ძველ რომში) ტოგის ამარა ჩასულიყო,
სემიუელ მორზე – „ეპიზოდი”
„მორზეს ანბანისა” და „მორზეს აპარატად” წოდებული ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფის ამერიკელი გამომგონებლის – სემიუელ ფინლი ბლიზ მორზეს (1791-1872 წლები) პოლიტიკური კარიერა მისივე არამართებული მსოფლმხედველობის გამო ერთობ წარუმატებლად იქნა დასრულებული.
სპარტას მმართველობის ფორმა
„არ ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე – ამაზე ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა უკვე იზრუნეს. ვიფიქროთ ხვალინდელზე, რათა ჩვენმა შვილებმა სამარადჟამოდ არ შეგვაჩვენონ”. – ეს გახლდათ უმთავრესი დევიზი ლეგენდად ქცეული ძველ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს – სპარტის ლეგენდადვე ქცეული მოსახლეობისა.
ჰერმან ვილჰელმ გერინგის შესახებ…
„ვინ არის ებრაელი და ვინ არა, ამას ვწყვეტ მე!” – რიხით ამბობდა ხოლმე თავის კარიერის პიკში მყოფი მესამე რაიხის რაიხსმარშალი - ჰერმან ვილჰელმ გერინგი (1893-1946 წლები).
იანიჩარები – „ეპიზოდი”
XIV-XIX საუკუნეების თურქული ელიტარული ქვეითი დანაყოფის მებრძოლები – იანიჩარები, რომლებიც ოსმალეთის ძლევამოსილი იმპერიის ძირითად საბრძოლო ძალას წარმოადგენდნენ, სულთნის სრულ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ და მის პირად მონებად იწოდებოდნენ.
ლუი ნიკოლა დავუს მოკლე დახასიათება…
ნაპოლეონ ბონაპარტის არმიის ერთ-ერთი საუკეთესო მარშლის – ლუი ნიკოლა დავუს (1770-1823 წლები) შესახებ სახელოვანი ფრანგი მწერალი – სტენდალი ამბობდა – „დიადი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ღირსეულად დაფასებულიო”.
ატილას შესახებ…
„ჩემი ცხენის ნატერფალზე ბალახიც კი არ უნდა ამოვიდესო”, – უთქვამს თავის დროზე „ღვთის რისხვად” წოდებულ ჰუნების უკიდურესი სისასტიკით განთქმულ ბელადს - ატილას (406-453 წლები).
მარი ანტუანეტი – ლუი XVI დე ბურბონი
რამდენიმე ასეული წლის წინათ – გვარის გაგრძელება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზრუნავს წარმოადგენდა სამეფო ოჯახისათვის, რადგან მასზე დიდწილად იყო დამოკიდებული არა მხოლოდ სამეფო ოჯახის, არამედ მთელი ერის შემდგომი ბედი და მომავალი.
ჰასან იბნ საბაჰის შესახებ…
„არაფერია ჭეშმარიტი. ყველაფერი დასაშვებია”. – ერთ-ერთი ვერსიით, ეს სიტყვები გახლდათ დევიზი უკიდურესი ფანატიზმით სახელგანთქმული ისეთი მასონური ორგანიზაციის ხელმძღვანელისა, როგორიც გახლდათ ეროვნებით სპარსი, „მთათა მოხუცად” წოდებული – ჰასან იბნ საბაჰის (1050-1124 წლები) მიერ დაარსებული – „ასასინების ორდენი”-სა.
ფილიპე II – „ეპიზოდი”
„გვირგვინოსან ჯალათად” წოდებული ესპანეთის მეფე – ფილიპე II (1527-1598 წლები) სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ნიკრისის ქარების შემოტევებით იტანჯებოდა, რასაც საბოლოო ჯამში, ემსხვერპლა კიდეც.