Tag Archives: ხელოვნების ნიმუშები
პაბლო რუის ი პიკასო – “ავინიონელი ქალწულები”
“ავინიონელი ქალწულები” - გენიალური ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის,ჟორჟ ბრაკთან ერთად “კუბიზმის” დამფუძნებლის - პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),მიერ 1907 წელს შესრულებული ტილოა,საიდანაც სათავეს იღებს ავანგარდული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მიმდინარეობა: “კუბიზმი”.
ჟოან მირო ი ფერა – “1968 წლის მაისი”
“1968 წლის მაისი” - გახლავთ დიდი ესპანელი (კატალონია) მხატვრის,მოქანდაკისა და გრაფიკოსის - ჟოან მირო ი ფერას (1893-1983 წლები) მიერ შექმნილი აბსტრაქტული ტილო 1968-1973 წლების პერიოდში და გამოსახავს 1968 წლის მაისის მოვლენებს,რომელიც განვითარდა საფრანგეთში.
თეოდორ ჟერიკო – “მედუზას ტივი”
“მედუზას ტივი” - დიდი ფრანგი მხატვრის თეოდორ ჟერიკოს (1791-1824 წლები) მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა რომანტიზმის ეპოქისა.სურათის სიუჟეტი რეალობიდან აიღო მხატვარმა.
იან ალოიზი მატეიკო – “მეფე პრჟემისლ II-ის დაღუპვა”
“მეფე პრჟემისლ II-ის დაღუპვა” - წარმოადგენს ტილოს დიდი პოლონელი მხატვრის,დიდოსტატის ბატალიური და ისტორიული ტილოების შექმნისა – იან ალოიზი მატეიკოსი (1838-1893 წლები).
ჰუგო სიმბერგა – “დაჭრილი ანგელოზი”
“დაჭრილი ანგელოზი” - გახლავთ დიდებული ტილო ერთ-ერთი საუკეთესო ფინელი მხატვრის,გრაფიკოსისა და უდიდესი წარმომადგენლის ფინური “სიმბოლიზმისა” - ჰუგო სიმბერგასი (1873-1917 წლები).
ადოლფ უილიამ ბუგერო – “ნიმფები და სატირი”
“ნიმფები და სატირი” – ინგლისურ ენაზე “Nymphs and Satyr”,წარმოადგენს გენიალურ სურათს,დახატულს 1873 წელს,ასევე გენიალური ფრანგი მხატვრის – ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ.
ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ეკლესია ოვერში”
“ეკლესია ოვერში” - გახლავთ უდიდესი ნიდერლანდელი ფერმწერისა და მხატვარ-პოსტიმპრესიონისტის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები),მიერ შესრულებული დიდებული ტილო.
იან ვერმეერი – “ახალგაზრდა ქალი წყლის დოქით”
“ახალგაზრდა ქალი წყლის დოქით” - წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,”საყოფაცხოვრებო”და “პორტრეტული” ჟანრის ოსტატის - იან ვერმეერის (1632-1675 წლები),მიერ შექმნილ შესანიშნავ სურათს,დახატულს ზეთით ტილოზე 1660-1662 წლებში.
უილიამ ბუგერო – “მწყემსი ქალი”
“მწყემსი ქალი” - განეკუთვნება უდიდესი ფრანგი მხატვრისა და “აკადემიზმის” თვალსაჩინო წარმომადგენლის - უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები),მიერ შექმნილ გენიალურ ტილოთა რიცხვს,რომელიც მხატვარმა 1889 წელს დახატა.
ტიციანო ვეჩელი – “ქალი სარკის წინ”
“ქალი სარკის წინ” - გახლავთ,გენიალური მხატვრისა და იტალიური რენესანსის,ვენეციური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის -ტიციანო ვეჩელის (1476-1576 წლები),იგივე - ტიციანის,მიერ 1515 წელს შექმნილი “შედევრი”.