Tag Archives: ფლორა და ფაუნა

პალილა

პალილა – წარმოადგენს მთიულასებრნთა ოჯახის,მონოტიპური კლასის ულამაზეს ფრინველს,რომელიც სპეციალისტთა მონაცემების თანახმად გაქრობის ზღვარზეა მისული.მათი გავრცელების უმთავრესი და ერთადერთი ადგილი დღესდღეობით,ჰავაის კუნძულებზე მდებარე მაუნა-კეას ვულკანის მიდამოები და მისი კლდოვანი ნაწილებია.

ქუოკა – (მოკლეკუდიანი კენგურუ)

ქუოკა (მოკლეკუდიანი კენგურუ) – წარმოადგენს Setonix-ის სახეობის ერთადერთ წარმომადგენელ ძუძუმწოვარ ცხოველს კენგურუსებრნთა ოჯახისა.იგი ერთი შეხედვით ძალიან ჩამოჰგავს კენგურუსა და ვალაბს,თუმცა მათგან განსხვავებით ძალიან მცირე მოცულობის მქონე სხეულის ფორმებით გამოირჩევა.

შავყელიანი გედი

შავყელიანი გედი – წარმოადგენს იხვისებრნთა ოჯახის ულამაზეს ფრინველს,გედების სახეობისა.მათი გავრცელების ძირითადი არეალი გახლავთ სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილები,ჩილედან და პატაგონიიდან,ცეცხლოვან და ფოლკლენდის კუნძულებამდე რეგიონები.

გიგანტური კალოთროპისი

გიგანტური კალოთროპისი – წარმოადგენს ქენდირისებრნთა ორლებნიანი ოჯახის ულამაზეს ბუჩქოვან მცენარეს,კალოთროპისის სახეობისა.

ირავადის დელფინი

ირავადის დელფინი – წარმოადგენს დელფინისებრნთა ოჯახის უიშვიათეს წყლის ძუძუმწოვარს,Orcaella-ს სახეობისა.ცნობილია ის გარემოება,რომ აღნიშნული სახეობის დელფინს,ბირმაში მდებარე მდინარე – “ირავადის” სახელი აქვს მინიჭებული და როგორც სპეციალისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს,თანამედროვე პერიოდში მხოლოდ ის არის ერთადერთი ადგილი,სადაც ისინი ბინადრობენ.

პატარა შავარდენი

პატარა შავარდენი – წარმოადგენს შავარდნისნაირნთა რიგის მტაცებელ ფრინველს.მისი გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის მშრალი რეგიონები 

კლიანტუსი

კლიანტუსი – წარმოადგენს პარკოსნების ორლებნიან ყვავილოვან მცენარეთა ბიოლოგიური ოჯახის წარმომადგენელს.სულ ბუნებაში,ამ ულამაზესი მცენარის ორი ქვესახეობა გვხვდება – Clianthus puniceus და Clianthus maximus.

Pelochelys cantorii

Pelochelys cantrii - განეკუთვნება იმ ტრიონიქსისებრნთა ოჯახის,მტკნარი წყლის რბილტყავა კუთა რიგს,რომელსაც ზოოლოგები ერთი პერიოდის მანძილზე გადაშენებულ სახეობად მიიჩნევდა.

ზეფირანტესი

ზეფირანტესი – წარმოადგენს ამარილისისებრნთა ოჯახის ბოლქვიან,მრავალწლოვან ყვავილოვან მცენარეთა რიგს,რომელსაც ბოტანიკოსები ადრეულ წლებში შროსანისებრთა ოჯახის მცენარედ განიხილავდა.

საოლა

საოლა – წარმოადგენს ძუძუმწოვრების რიგის,ძროხისებრთა ოჯახის ცხოველს,წყვილჩლიქოსნების სახეობისა.მათი გავრცელების უმთავრესი არეალია ვიეტნამისა და ლაოსის ტერიტორიები.