გო შოუძინი

გო შოუძინი დაიბადა 1231 წელს ხინგტაიში,ხებეის პროვინციაში (ჩინეთი).იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ჩინელ ასტრონომსა და მათემატიკოსს,რომელსაც დიადი იუანის სახელმწიფოს (მონღოლოიდური სახელმწიფო,რომლის ერთ-ერთ ნაწილსაც ჩინეთი შეადგენდა 1271-1368 წლებში) იუანთა დინასტიის საიმპერატორო კარზე მთავარი ასტრონომის პოსტი ეკავა

“დამაკვირდი”

1. „სინდისი” – კანონთა კანონია”. – ალფონსო დე ლამარტინი

“პინპოტა”

“პინპოტა” - სინგალური ენიდან ითარგმნება,როგორც “წიგნი კეთილი საქმეებისა” და იგი წარმოადგენს უძველეს ჩვეულებას,გავრცელებულს ბუდისტ მირიანინებში,რომლებიც ცხოვრობენ ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტროპიკულ-კუნძულოვან ქვეყანაში შრი-ლანკაში.

“ყველაზე მეტი ცათამბჯენის მქონე ქალაქები”

1. მსოფლიოს უმაღლეს ნაგებობათა ნუსხაში,თავისი საპატიო ადგილი დაიკავა ჩინეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ქალაქმა ჰონგკონგმა.აღნიშნული ქალაქი 7 097 600 მაცხოვრებლისაგან შედგება და ამ უდიდეს მეგაპოლისში სულ 43 ნაგებობაა,რომელთა სიმაღლე 200 მეტრი და კიდევ უფრო მეტი სიმაღლის მქონეა.აღსანიშნავია ისიც,რომ მსოფლიოში არსებული 15 უმაღლესი შენობა-ნაგებობიდან,4 ჰონგკონგშია განთავსებული.

ბჰიმრაო რამჯი ამბედკარი – “ინდუიზმისა და ისლამის შესახებ”

ბჰიმრაო რამჯი ამბედკარი (1891-1956 წლები),წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს ავტორს “ინდოეთის კონსტიტუციისა” და ლიდერს “ხელშეუხებელთა” კასტისა.იგი გახლდათ ბუდისტი-რეფორმატორი და გამოირჩეოდა უმკაცრესი კრიტიკით ისლამისა და ინდუიზმის მიმართ.აღნიშნულ საკითხებზე ბჰიმრაოს შეხედულებებს აქვე შემოგთავაზებთ:

წმინდა მღვდელმოწამე გიორგი (ფერაძე) – “ქრისტეშობას თქმული”

“დღევანდელი დღიდან იწყება ხანა კაცობრიობის ბედნიერების და დღევანდელი დღიდან იწყება ტანჯვა და ხეტიალი ღვთისა ადამიანთა შორის, – მისი,ვინც სამშობლო დასტოვა და საყდარი ცის და გადმოვიდა ადამიანთა შორის და დადის მას შემდეგ ამ ადამიანთა შორის უსამშობლოდ და უსახლკაროდ.

იაკობ გოგებაშვილი – “სამშობლოსა და დედა-ენის შესახებ”

“ბატონებო! მშობლიური მიწა-წყალი,მამული,მარტო ნივთიერი ფაქტორი არ გახლავთ.იგი ამასთან სულიერია,ცოცხალი არსებაა… სამშობლოს დამკარგავი ერი ვერ დაიცავს თავის არსებობას,ვერ გააგრძელებს სიცოცხლეს და თუნდაც გააგრძელოს,მაინც ყოვლად უბედური იქნება”.

“კოკუსი”

“კოკუსი” - შესაძლოა მოეხსენებინათ როგორც “კუნი-ნო-ცუსაკა”.იგი სიტყვა-სიტყვით იაპონურ ენაზე აღნიშნავდა “პროვინციელ ჩინოვნიკს”.იგი წარმოადგენდა თანამდებობას იაპონური პროვინციის ხელმძღვანელისა და ერთგვარად გამოხატავდა პროვინციალურ ხელისუფლებას იაპონიაში,ეგრეთწოდებული “სამართლებლივი სახელმწიფოს” არსებობის პერიოდში,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “რიცურიოს სისტემა”.აღნიშნული პერიოდი იაპონიის ისტორიაში მოიცავდა VIII-XI საუკუნეების ეპოქებს.კოკუსის ხელისუფლება შედგებოდა ჩინოვნიკთა ოთხი რანგისაგან: თავად პროვინციის ხელმძღვანელი – კამი,მისი მოადგილე – სუკე,მრჩევლები – ზე და დამხმარე – საკანა.გარდა ზემოთ აღნიშნული რანგებისა,ასევე “კოკუსის” პროვინციული მმართველობის სისტემაში მოიხსენიებდნენ ასევე კლერკებს,რომელთაც იაპონურ ენაზე – სისიოს უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მთავარი კოკუსი და რანგით დაბალი პროვინციული მმართველები,სრულიად ემორჩილებოდნენ იაპონიის ცენტრალურ ხელისუფლებას. (ავტორი გენია.ჯი) კოკუსის ადმინისტრაციას – კოკუგა ერქვა,ხოლო თავად ადმინისტრაციის განლაგების ადგილს – კოკუფუდ მოიხსენიებდნენ.აღნიშნული სისტემა “კოკუსის” ,როგორც იაპონიის საიმპერატორო პროვინციების მმართველობისა XVI საუკუნემდე არსებობდა და მოგვიანებით პროვინციების მმართველობა იაპონიაში,სამხედრო გუბერნატორის – სიუგოს ხელში გადავიდა,რომლებიც სიოგუნთა (თავდაპირველად იაპონიის იმპერიის სამხედრო წოდება,რომელთაც ჯარების სარდლებს ანიჭებდნენ) პირდაპირი წარმომადგენლები გახდნენ ამა თუ იმ პროვინციაში.

“ერგასტულა”

“ერგასტულა” ლათინურ ენაზე “Ergastulum”,მომდინარეობდა ბერძნული სიტყვის “ერგასტიდიონისაგან”,რაც ერთი ვერსიით სიტყვა-სიტყვით აღნიშნავდა “ქვის სამტეხლოს”,”სახელოსნოს”,ხოლო მეორე ვერსიით “მონის მისაბმელ ძელს”.

იოჰანეს ვიდმანი

იოჰანეს ვიდმანი დაიბადა,დაახლოებით 1460 წელს მდინარე ოგრჟზე მდებარე ქალაქ ხებში (ბოჰემიის ისტორიული რეგიონი.თანამედროვე ჩეხეთი).მას ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – იოჰანეს ვაიდემანი და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ გამოჩენილ გერმანელ მათემატიკოს XV საუკუნისა,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია პირველად მათემატიკური + (პლუსის) და – (მინუსის) აღმნიშვნელი სიმბოლოების გამოყენება და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.