Tag Archives: საინტერესო ფაქტები

სტანისლავ ლემი – „ეპიზოდი”

დიდი პოლონელი მწერლისა და ფილოსოფოსის – სტანისლავ ლემის (1921-2006 წლები) მშობლიურ ქალაქს, თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე არსებული უმშვენიერესი ქალაქი ლვოვი წარმოადგენდა.

კლოდ მონეს ბიოგრაფიიდან…

ფრანგული იმპრესიონიზმის ფუძემდებელი – კლოდ მონე (1840-1926 წლები), მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლოვაში იყო თავდავიწყებით შეყვარებული მის პირველ მეუღლეზე, წვრილი ლიონელი ბურჟუას ულამაზეს ქალიშვილზე – კამილა დონსიეზე.

ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”

ალბერტ აინშტაინი პოლიტიკურად ძალიან აქტიური ფიგურა იყო ერთ დროს. ამის ფონზე, „ფარდობითობის თეორიის” გენიალური ავტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნაციონალიზმის ყოველგვარი სახით გამოვლინებას.

ჰანს კრისტიან ანდერსენი – „ეპიზოდი”

„ჩემს ზღაპრებში ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, რომ გადაჭარბებული ფასის გადახდაც კი მომიხდა. მათ გამო მე უარი ვთქვი პირად ბედნიერებაზე და ხელიდან გავუშვი ის დრო, როდესაც წარმოსხვას გზა უნდა დაეთმო რეალობისათვის”. – ეს მრავლისმეტყველი სიტყვები სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს წარმოთქვა დიდმა დანიელმა მეზღაპრემ – ჰანს კრისტიან ანდერსენმა (1805-1875 წლები).

იმრე კალმანი – „ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი უნგრელი კომპოზიტორი – იმრე კალმანი (1882-1953 წლები) ერთობ რთული ხასიათის მქონე ხელოვანი იყო.

მადამ დე პომპადურის შესახებ…

„არავის არ შეუძლია სრულყოფილად შეაფასოს ის, თუ, რა გააკეთეს ქალებმა საფრანგეთისთვის”. – ამტკიცებდა დიდი ფრანგი მწერალი და სწავლული – ბერნარ ლე ბოვიე დე ფონტენელი. ის ფონტენელი, რომელიც თავისი ას წლიანი სიცოცხლის განმავლობაში უამრავი ისტორიული ფაქტის მომსწრე შეიქნა.

ბენვენუტო ჩელინი – (გენიალური იუველირი-რეციდივისტი)

რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ უდიდესი მოქანდაკე და იუველირი – ბენვენუტო ჩელინი (1500-1571 წლები) პატარაობიდანვე იყო გატაცებული ოქროსა და ძვირფასი ქვების ბრწყინვალებითა და ათასფეროვანი სიკაშკაშით, რამაც თავის მხრივ, განაპირობა კიდეც მისი შემდგომი კარიერა.

მარი ანტუანეტი – „მადამ დეფიციტი”

ფრანგი ხალხის მიერ – „მადამ დეფიციტად” წოდებული საფრანგეთის საყოველთაოდ ცნობილი დედოფლის – მარი ანტუანეტის (1755-1793 წლები) მიმართ, თავისი გულისწყრომა ვერ დამალა საფრანგეთის მეფე ლუი მეთხუთმეტემ, როდესაც გაიგო,

წიგნები – „ეპიზოდი”

„წიგნი ყოველთვის ჩემი მრჩეველი იყო”. – ამბობდა ჟორჟ სანდი; „წიგნების ყიდვა შესანიშნავი იდეა იქნებოდა, რომ იყოს შესაძლებლობა  – იყიდო დრო, მათ წასაკითხადო”, – წერდა არტურ შოპენჰაუერი;

მარკ შაგალი – „ეპიზოდი”

„არც მეფის რუსეთში ვჭირდებოდი და არც საბჭოთა რუსეთში ვჭირდები ვინმეს. ჩემი არ ესმით. მე აქ უცხოდ ვგრძნობ თავს. სამაგიეროდ, რემბრანდტს ზუსტად ესმის ჩემი”. – ეს სიტყვები ეკუთვნის ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ბელორუს მხატვარსა და გრაფიკოსს – მარკ შაგალს (1887-1985 წლები).