Tag Archives: ლიტერატურა

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„დედაკაცი,გენიალური ჯალათი,უნიჭიერესი მწვალებელი, იყო და ყოველთვის იქნება მამაკაცის დამღუპველი”. – ონორე დე ბალზაკი (კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე)

ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას ბრწყინვალე ნოველიდან – „ძაღლების საუბარი”

„მკაცრი კანონის ქება ერთი საქმეა,საკუთარ ზურგზე ამ კანონის წვნევა კი მეორე.სიტყვიდან საქმემდე ერთი ნაბიჯი როდია”.

ამონარიდები ოთარ ჭილაძის დიდებული რომანიდან – „რკინის თეატრი”

„კაცს ან თავის მოკვლა უნდა შეგეძლოს,ან სხვისი მოკვლა,ან სხვისთვის სიკვდილი”.

ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნოველებიდან…

„რა თქმა უნდა,სავსებით კანონიერი და სამართლიანია,მშობლები რომ შვილებს ყველაფერში მორჩილებას სთხოვენ,შვილები მშობელთა ნებას უნდა ასრულებდნენ,მაგრამ არანაკლებ ბუნებრივი და კანონიერია ისიც,რომ მშობლებმა ნება დართონ შვილებს,თავის გუნებისად,თავისი სურვილის მიხედვით ამოირჩიონ ცხოვრების თანამგზავრი”.

ამონარიდი ნოვალისის მხატვრული რომანიდან – „ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი”

„ – მშობლიური კუთხის ჭეშმარიტი ფასი მხოლოდ მაშინ გავიგე,როდესაც იქიდან წამოვედი და სხვა ქვეყნები ვნახე.

ამონარიდები თამაზ ჭილაძის პიესიდან – „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”

„მე მაინც ბრმა სიყვარული მირჩევნია თვალახელილ სიძულვილს…”

ამონარიდი თამაზ ჭილაძის პიესიდან – „დავიწყებული ამბავი”

„სანამ ახალგაზრდები ვართ,ცხოვრებისგან ბევრ რამეს ველოდებით.თითქოს საგანძურით სავსე სკივრთან ვდგავართ და გვგონია,თავს ავხდით და ის სიმდიდრე ჩვენი იქნება.სულ ცოტა დროა საკმარისი იმისათვის,რომ დავრწმუნდეთ – დაძეწკილი თითების მეტი,სკივრის სახურავის ქვეშ რომ მოგვყვა,ცხორებისგან არაფერი შეგვრჩენია.

გენიალური გასაუბრება დონ კიხოტსა და სანჩო პანსას შორის…

„ძმაო სანჩო, – უთხრა დონ კიხოტმა, – მაინც უნდა იცოდე,ამ წუთისოფელში ისეთი უბედურებაც არ არსებობს,რომ მისი გახსენება დრომ არ გააქარვოს და სიკვდილმა არ განკურნოს.

ამონარიდი თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი”

„გამიგონეთ,რას გეტყვით! რომ შეიძლებოდეს და მოხდეს (თუმცა ადამიანის ბუნება ისეთია,ეს არ მოხდება),რომ მოხდეს და ყველა ჩვენგანმა ასწეროს პირწმინდად ყველაფერი,რაც კი რამ დაფარული აქვს,მაგრამ ასწეროს ისე,რომ იმის თქმისა არ შეგეშინდეს,არა მარტო რის თქმისაც ეშინია და არას დიდებით არ იტყვის საქვეყნოდ,არა მარტო იმისა,რის თქმისაც ეშინია საკუთარ მეგობრებთან,არამედ იმისიც კი,რაშიც ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ გამოუტყდება, – მაშინ ქვეყანა ისე ამყრალდებოდა,

ამონარიდები თამაზ ჭილაძის შესანიშნავი პიესიდან – „მკვლელობა”

„განა ჩვენ შეგვიძლია სიმართლის მოსმენა? განა ყველას არ ეშინია სიმშვიდის დარღვევისა? თუნდაც ეს სიმშვიდე უსინდისოდ იყოს მოპოვებული.