რევაზ კახიძე – “დესპანი”

მესაფლავევ,მე ვერ მაკრთობს

წერაქვი და ბარი შენი,

“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. „ყოველმა ადამიანმა, საკუთარი ჩადენილი სისულელის გამო აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, თორემ ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ჭკუას”.

ჰენდრიკ ანტონ ლორენცი

ჰენდრიკ ანტონ ლორენცი - დაიბადა 1853 წლის 18 ივლისს,ნიდერლანდების ქალაქ არნემში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ნიდერლანდელ ფიზიკოს-თეორიტიკოსს,რომელსაც 1902 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია” ფიზიკის დარგში.

იაკობ როგევენი

იაკობ როგევენი - დაიბადა 1659 წლის 1 თებერვალს,ნიდერლანდების კუნძულ ვალჰერენზე მდებარე ქალაქ მიდელბურჰში.იგი წარმოადგენდა დიდ ნიდერლანდელ მეზღვაურსა და მოგზაურს,რომელმაც სახელი ისტორიაში დაიმკვიდრა,როგორც “აღდგომის კუნძულის” აღმომჩენმა.

“ალტო-ვისტას სამლოცველო”

“ალტო-ვისტას სამლოცველო” - ინგლისურ ენაზე ”Alto-Vista Chapel”,წარმოადგენს მცირე ზომის მქონე კათოლიკურ სამლოცველოს კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ არუბაზე (ნიდერლანდების სამეფოს ავტონომია),რომელიც ქალაქ ნოორდის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ლუკაიანები

ლუკაიანები - წარმოადგენდა სამხრეთ ამერიკაში მაცხოვრებელი ინდიელი ხალხის ჯგუფის ავარაკების იმ ხალხს,რომლებიც ცხოვრობდნენ და სახლობდნენ ატლანტის ოკეანეში მდებარე ბაჰამის კუნძულებზე,ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკის კონტინენტზე გადასვლის პერიოდში.

ჰარიკელა

ჰარიკელა - წარმოადგენდა უძველეს სამეფოს ბენგალიაში (ისტორიული რეგიონი სამხრეთ აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით).ისტორიული დოკუმენტები შეიცავენ მრავალ დამადასტურებელ ინფორმაციას აღნიშნული სამეფოს შესახებ,რომლებიც მტკიცდება და დასტურდება რიგი არქეოლოგიური აღმოჩენებისაგან.მათ შორის აღმოჩენილი მრავალი ვერცხლის მონეტისგანაც.

იულია დრუზილა (კალიგულას ერთადერთი ქალიშვილი)

იულია დრუზილა - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 39 წელს რომში.იგი წარმოადგენდა ერთადერთ შვილს (ქალიშვილს),რომის იმპერატორისა და დიქტატორის 37-41 წლებში – გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულასი (12-41 წლები).იულია – კალიგულას,რიგით მეოთხე ცოლისაგან – მილონია ცეზონიასაგან (5-41 წლები) შეეძინა.

“რიკუგიენის ბაღი”

“რიკუგიენის ბაღი” - “ინგლისურ ენაზე ”Rikugien Garden”,წარმოადგენს ულამაზეს,ტრადიციულ იაპონურ ბაღს “ედოს პერიოდისა” (ისტორიული პერიოდი იაპონიაში 1603-1868 წლებში),რომელიც განთავსებულია “ამომავალი მზის ქვეყანის” – იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მდებარე,ბუნკიოს რაიონში.

“სასახლის კავალერია”

“სასახლის კავალერია” - ინგლისურ ენაზე ”Household Cavalry”,წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის არმიის გვარდიულ კავალერიას.აღნიშნული კავალერია შექმნილ იქნა 1661 წელს,დიდი ბრიტანეთის მეფის – ჩარლზ II სტიუარტის (1630-1685 წლები),ბრძანების საფუძველზე და ისტორიულად იგი შედგება ორი პოლკისაგან – the Life Guards და the Blues and Royals.