Tag Archives: მეცნიერება
ჯონ რიჩარდ გრინი
ჯონ რიჩარდ გრინი დაიბადა 1837 წლის 12 დეკემბერს,ინგლისის ქალაქ ოქსფორდში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ ისტორიკოსს,რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული,ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიულ-სამეცნიერო ნაშრომის – “მოკლე ისტორია ინგლისელი ხალხის”,დაწერა.
ბეროსუსი
ბეროსუსი - ლათინურ ენაზე “Berossos”,დაიბადა ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 350/340 წლებში ბაბილონში.იგი წარმოადგენდა ანტიკური ხანის შესანიშნავ ბაბილონელ ისტორიკოს და ქურუმს ბაბილონური უმაღლესი ღმერთის – ბელის ტაძრისა.
პედანიუს დიოსკორიდე
პედანიუს დიოსკორიდე - დაიბადა ჩვ.წ.აღ-ით დაახლოებით 40 წელს ანაზარბის ციხე-ქალაქში,კილიკიაში (მცირე აზია).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ საუკეთესო ძველბერძენ სამხედრო ექიმს,ფარმაკოლოგს,ნატურალისტსა და ანტიკური ხანის მედიცინის რეფორმატორს.
ასკლეპიადე ბითინიელი
ასკლეპიადე ბითინიელი დაიბადა ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 124/129 წლებში.წარმომავლობით ბითინიელი გახლდათ და იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და ექიმს.მას დღემდე მიიჩნევენ პიონერად ფსიქოთერაპიაში,ფიზიკურ თერაპიაში და მოლეკულურ მედიცინაში.
“სკეპტიკოსთა საზოგადოება”
“სკეპტიკოსთა საზოგადოება” - ინგლისურ ენაზე “The Sceptics Society”,წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას,რომელიც მიმართულია სამეცნიერო სკეპტიციზმის პოპულარიზაციისაკენ და გამოდის ფსევდომეცნიერების,ცრურწმენისა და ირაციონალური რწმენის წინააღმდეგ.
“სიბრძნის სახლი”
“სიბრძნის სახლი” - არაბულ ენაზე “ბეით ალ-ჰიმკა”,დაარსებულ იქნა IX საუკუნის 20-იან წლებში,ბაღდადში (თანამედროვე ერაყის დედაქალაქი),ბაღდადის აბასიდთა დინასტიის ხალიფას ალ-მამუნის (786-833 წლები) მიერ.
გო შოუძინი
გო შოუძინი დაიბადა 1231 წელს ხინგტაიში,ხებეის პროვინციაში (ჩინეთი).იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ჩინელ ასტრონომსა და მათემატიკოსს,რომელსაც დიადი იუანის სახელმწიფოს (მონღოლოიდური სახელმწიფო,რომლის ერთ-ერთ ნაწილსაც ჩინეთი შეადგენდა 1271-1368 წლებში) იუანთა დინასტიის საიმპერატორო კარზე მთავარი ასტრონომის პოსტი ეკავა
იოჰანეს ვიდმანი
იოჰანეს ვიდმანი დაიბადა,დაახლოებით 1460 წელს მდინარე ოგრჟზე მდებარე ქალაქ ხებში (ბოჰემიის ისტორიული რეგიონი.თანამედროვე ჩეხეთი).მას ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – იოჰანეს ვაიდემანი და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ გამოჩენილ გერმანელ მათემატიკოს XV საუკუნისა,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია პირველად მათემატიკური + (პლუსის) და – (მინუსის) აღმნიშვნელი სიმბოლოების გამოყენება და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
კლავდიუს ელიანუსი
კლავდიუს ელიანუსი დაიბადა,დაახლოებით 170 წელს პელესტრინაში (იტალიის კომუნა).იგი წარმოადგენდა დიდ ძველრომაელ ფილოსოფოსსა და მწერალს,რომელსაც მიაკუთვნებენ ეგრეთწოდებულ “მეორე სოფისტიკის” თვალსაჩონო წარმომადგენელთა რიგს.
უილიამ ბიბის ბიოგრაფიიდან…
უილიამ ბიბი (1877-1962 წლები) – წარმოადგენდა უდიდეს ამერიკელ მეცნიერ-ნატურალისტს,ზოოლოგს,მოგზაურსა და მეზღვაურს,რომელსაც ცხოვრების დევიზად არჩეული ჰქონდა ფრაზა,რომელიც ასე ჟღერს: “უმჯობესია იყო ნატურალისტი,ვიდრე მეფე”.