Tag Archives: ლიტერატურა
სტივენ ედვინ კინგის რომანიდან – „უიმედოთა ქალაქი”
„ღმერთთან კავშირი არ უნდა გაწყვიტო მაშინ, როცა კარადა სავსეა, რათა მაშინ, როცა კარადა ცარიელი იქნება, მასთან მისვლა შეგეძლოს”.
ეტელ ლილიან ვოინიჩის რომანიდან – “კრაზანა”
” – პატარებს ღმერთი ეხმარება კარგი ადამიანების ცნობაში”.
ამონარიდები ფრენსის ბრეტ ჰარტის თხზულებებიდან…
“არსებობენ ადამიანები,რომელთა წიგნიერი ცოდნა წინა კვირის გაზეთს იქით არ მიდის”. - (კალავერასელი ბრაუნი)
ვლადიმერ ჯანჯღავას მოგონებების წიგნიდან – “ერთგულება”
“რაგინდ ბევრი საყურადრებო,მნიშვნელოვანი და გულის ამაჩუყებელი რამ ჰქონდეს ადამიანს სიცოცხლეში მოსაგონარი,ბავშვობისდროინდელი ამბები მაინც ყველაზე ცხოვლად შემორჩება ხოლმე ხსოვნას,რაც უფრო შორდები მათ დროითა და მანძილით,მით უფრო მეტ სინათლესა და მიმზიდველობას იძენენ,მით უფრო სათუთნი,ახლობელნი და მგრძნობიარენი ხდებიან.
მიგელ ანხელ ასტურიას როსალესის რომანიდან – “დამარხულთა თვალები”
“აუცილებელია შევიგნოთ,რომ დრო სიმდიდრეა და მისი პროდუქტიული გამოყენებაა საჭირო”.
ივანე ეფრემოვის რომანიდან – “სამართებლის პირი”
“ქალიშვილზე,რომლის ერთადერთი დამცველი მხოლოდ მისი სილამაზეა,ხელს რომ აღმართავს,ისეთი ჯალათის პოვნა ძნელი როდია”.
ალექსანდრე დიუმას რომანიდან – “დედოფალი მარგო”
“მხოლოდ სიძულვილს შეუძლია ჩაგვადენინოს იმდენივე სისულელე,რამდენიც სიყვარულს”.
ვრინდავანლალ ვარმას რომანიდან – “ლაქშმი ბაი”
“გისურვებთ იმდენ ბედნიერებას,რომ თქვენც გეყოთ და სხვებზეც გულუხვად გასცემდეთ”.
ჰანს ფალადას რომანიდან – “სიკვდილის დროს ყველა მარტოა”
“ვერაფერს გაიგებ კაცი,როგორი ეშმაკიც არ უნდა იყო,შენზე ჭკვიანები მუდამ მოიძებნებიან”.
ვიქტორ ასტაფიევის რომანიდან – “მწუხარე დეტექტივი”
“რა დიადი,რა საოცარი გამოცანაა! მის შესაცნობად “ასეულ წლებს ჩაუვლია,მაგრამ ვერავის ამოუხსნია.დინასტიები,იმპერიები,საზოგადოებანი იავარქმნილან,ნაცარტუტად ქცეულან,როდესაც იქ ოჯახი შერყეულა,ოჯახური კერა დაქცეულა,ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი დაჰკარგვიათ,ცალ-ცალკე ხეტიალი დაუწყიათ და ერთმანეთისკენ მიმავალი ბილიკი ვერ უპოვიათ.