Tag Archives: ლიტერატურა
ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – “აელიტა”
“სიბრძნის დასანახად ჩემი თვალები ყოველთვის ღიაა და ყურები კი მუდამ მზად არის მოსასმენად”.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან – “კუკარაჩა”
“მთელი მსოფლიოს ადამიანები,ფაქტიურად ერთ ენაზე ვლაპარაკობთ,მაგრამ ერთმანეთის ყურისგდება არ ვიცით და ამიტომ არ გვესმის ერთმანეთის”.
ამონარიდები ჯოზეფ რადიარდ კიპლინგის მოთხრობებიდან…
“რაც უფრო ახლოვდება სიკვდილის ჟამი,მით მეტად მერევა სიძულვილი ამ სამარისებული აჩრდილის მიმართ.ასე მოსდგამთ ხომ ცოცხალ არსებათ.უცნაურია,მკვდართა საუფლოში მყოფობდე და ჯერ ცხოვრების ნახევარიც არ განგევლოს.ათასჯერ უფრო შემზარავია ლოდინი ენით უთქმელი საშინელების”. – (რიქშა-აჩრდილი)
რეიმონდ დაგლას ბრედბერის რომანიდან – “ბაბუაწვერას ღვინო”
“ეეჰ, მხოლოდ ეს რომ იყოს გაფუჭებული, კიდევ რა უჭირს! მე, თქვენ, ეს ქალაქი, ეს ქვეყანა, მთელი მსოფლიოც გაფუჭებულია! ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი!”
რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „ქალაქში დინოზავრები დადიან”
„…ყველა თავის როლს თამაშობს წარმოდგენაშიც და ცხოვრებაშიც, და მე აქ მალე მესაფლავედ გადავიქცევი.
ალექსეი ტოლსტოის რომანიდან – “ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი”
1. “ბოლოს და ბოლოს რა არის ადამიანი? საცოდავი მიკროორგანიზმი,რომელიც სიკვდილის ენითგამოუთქმელი შიშით ჩაბღაუჭებია დედამიწის თიხის ბურთს და მასთან ერთად ყინულოვან უკუნეთისკენ მიჰქრის? ან ეს – ტვინი,განსაკუთრებული იდუმალი მატერიის – აზრის – გამომმუშავებელი ღვთაებრივი აპარატი,მატერიისა,რომლის ერთი მიკრონიც მთელ სამყაროს იტევს… ჰა? აი – სწორედ ეს არის საქმე…”
სერ უოლტერ სკოტის რომანიდან – “აივენჰო”
“როდესაც კაცს განუსაზღვრელი ბოროტება შეუძლია აკეთოს და მაინც სიკეთეს სჩადის,მარტო სიკეთისთვის კი არ ეკუთვნის ქება-დიდება,არამედ იმ ჩაუდენელი ბოროტებისთვისაც,რისგანაც იგი თავს იკავებს”.
ჯეკ ლონდონის რომანიდან – “მარტინ იდენი”
“ძლიერი ადამიანი ყოველგვარ სიბრალულსა და თანაგრძნობაზე მაღლა უნდა იდგეს.სიბრალული და თანაგრძნობა მონათა უბადრუკ სოროებში იშვა,საცა სიმწრის ოფლჩამომდინარე გაუბედურებული ხალხი ბინადრობს”.
ამონარიდები ტიციან ტაბიძის პროზაული ქმნილებებიდან…
„იმდენათ დამოუკიდებელია და ველური სიყვარულის გრძნობა, რომ არ არის საზომი, რომელზეც ის გაიზომოს და არც სასწორი, რომლითაც აიწონოს. არცერთ კანონმდებელს არ გამოუგონია ჯერ კანონი, რომელსაც ისე მორჩილებდეს.
ამონარიდები ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობებიდან…
„რაც უნდა მოიმოქმედოს ერთმა, თითქოს ყველა სჩადის იმ რაღაცას. ამიტომაც მოხდა, რომ ედემის ბაღში ჩადენილი დაუმორჩილებლობის ერთადერთ აქტს მთელი კაცობრიობის მოწამვლა მოჰყვა. ამიტომაც მოხდა, რომ ერთადერთი ებრაელის ჯვარცმამ მთელი კაცობრიობა იხსნა. შოპენჰაუერი, შესაძლოა მართალი იყო: მე სხვა კაცები ვარ, ნებისმიერი კაცი ვარ ყველა კაცში”. – (ხმლის ფორმა)