Tag Archives: საინტერესო ფაქტები

კაროლინა ოტერო – „ეპიზოდი”

ესპანური წარმომავლობის მქონე მამაკაცთა გულთამპყრობელი ფრანგი მომღერალი და მოცეკვავე ქალი – კაროლინა ოტერო (1868-1965 წლები), რომელსაც თაყვანისმცემლები – „ლამაზ ოტეროდ” მოიხსენიებდნენ, აზარტული თამაშებისადმი ფანატიკური სიყვარულით გამოირჩეოდა.

კლეო დე მეროდი – „ეპიზოდი”

„მშვენიერი ეპოქის” მართლაც რომ მშვენიერმა ფრანგმა მოცეკვავე ქალმა, იმ პერიოდის ბალეტის ვარსკვლავმა – კლეო დე მეროდიმ (1875-1966 წლები), ქალმა, რომლის სილამაზესაც სხვა უამრავთა მსგავსად, დითირამბები უგალობა ბელგიის „ყოვლისშემძლე” მეფემ – ლეოპოლდ მეორემ, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სცენაზე გასვლაზე უარი განაცხადა.

ნინონ დე ლანკლოს შესახებ…

მიუხედავად იმისა, რომ თავისი მშვენიერი გარეგნობით ცნობილ ფრანგ მწერალ ქალს – ნინონ დე ლანკლოს (1615-1705 წლები) კურტიზანობა არასოდეს უქცევია საკუთარ პროფესიად, მას ხალხი მაინც „კურტიზანთა დედოფლად” მოიხსენიებდა.

ფრანც კაფკა – „ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ჩეხი მწერლის – ფრანც კაფკას (1883-1924 წლები) თითქმის ყველა ბიოგრაფი შენიშნავს, რომ ლიტერატორის სანათესაო ერთობ მაღალი სიმაღლით გამოირჩეოდა.

ადრიან VI – „ეპიზოდი”

ღირსებით აღჭურვილი რომის რიგით 214-ე პაპი – ადრიან VI (1459-1523 წლები), იმ იშვიათ პონტიფიკოსთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელიც შეძრწუნებული იყო ეკლესიის წიაღში შექმნილი სავალალო მდგომარეობით.

ჟორჟ სიმენონი – „ეპიზოდი”

დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი უდიდესი ბელგიელი მწერალი – ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი (1903-1989 წლები), ყოველჯერზე, როდესაც იგი ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებზე იწყებდა მუშაობას, თავისი სახლის კარზე ჰკიდებდა დაფას გამაფრთხილებელი წარწერით: „გთხოვთ – ხელი არ შემიშალოთ”.

ემილ ზოლა – „ეპიზოდი”

„გახუნებული ნაქსოვი ქურთუკი, ძველი შარვალი და უხეში დიდი ფესამელები”. – აი ძირითადი ნაწილი იტალიური წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი მწერლისა და პუბლიცისტის – ემილ ზოლას (1840-1902 წლები) გარდერობისა.

იულია დრუნინა – „ეპიზოდი”

რუსმა პოეტმა ქალმა – იულია დრუნინამ (1924-1991 წლები) ჩემი ყურადღება ერთი ფრიად საინტერესო და იშვიათი გარემოებისდა გამო მიიპყრო.

ანატოლი კონი – „ეპიზოდი”

დიდი ფრანგი მწერლის – პროსპერ მერიმეს მიერ – „მსოფლიოში ყველაზე დიდ პოეტად” წოდებული – ალექსანდრე პუშკინის ბრწყინვალე შემოქმედების ერთ-ერთ უდიდეს თაყვანისმცემლად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე სახელგანთქმული რუსი ადვოკატი – ანატოლი კონი (1844-1927 წლები) მიიჩნეოდა.

ერნსტ თეოდორ ჰოფმანი – „ეპიზოდი”

გენიალური გერმანელი რომანტიკოსი მწერლისა და ინტელექტუალის – ერნსტ თეოდორ ჰოფმანის (1776-1822 წლები) შესაშური ნიჭი მხოლოდ მწერლობით არ შემოისაზღვრებოდა, რასაც მის საფლავზე გაკეთებული ეპიტაფიაც მოწმობს: „ის ერთდრულად კარგი იყო, როგორც იურისტი, როგორც ლიტერატორი, როგორც მუსიკოსი, როგორც მხატვარი”.