Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ჩარლზ დიკენსი – „ეპიზოდი”

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელსი მწერალი – ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (1812-1870 წლები), თითოეულ ახალ ნაწარმოებზე მუშაობას მისთვის ჩვეულებად ქცეული ერთი უჩვეულო ქმედებით იწყებდა.

ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”

სიცოცხლის უკანასკნელი წლები გენიალურმა ფრანგმა რომანტიკოსმა მწერალმა – ვიქტორ-მარი ჰიუგომ (1802-1885 წლები) პარიზში გაატარა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ იმ ქუჩას, სადაც ფრანგული რომანტიზმის ერთ-ერთი ლიდერი დამკვიდრდა,

ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ „ანა კარენინას” გენიალური ავტორი – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) ხორცს არ ჭამდა. ტოლსტოების ოჯახში მომზადებული თითოეული კერძი ბოსტნეული, მცენარეული წარმომავლობისა იყო.

ბარუხ სპინოზა – „ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ნიდერლანდელი ფილოსოფოს-რაციონალისტის - ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზას (1632-1677 წლები), თავისი შრომატევადი საქმის გარდა სხვა გასართობი თითქმის არ ჰქონია.

ვიაჩესლავ მოლოტოვი – „ეპიზოდი”

„მისტერ არად” წოდებულ – ვიაჩესლავ მოლოტოვს სტალინმა რამდენჯერმე მისცა რეკომენდაცია – ცოლს დაშორებოდა, რისგანაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავი შორს დაიჭირა.

ფრიდრიხ ნიცშე – „ეპიზოდი”

პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, თავის ნაციონალისტურ მისწრაფებებს, მტაცებლურ ტერიტორიალურ და მიზანთროპულ საგარეო პოლიტიკას გერმანიის ხელისუფლება ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსის – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები) სახელით ამართლებდა.

დიოგენე სინოპელი – „ეპიზოდი”

კითხვაზე – „რა მოგცათ, ღატაკს, უშვილძირო მაწანწალას, ასე ნაქებმა ფილოსოფიამო”, – თავისი ექსტრავაგანტული და პროვოკაციული საჯარო გამოსვლებით ცნობილმა გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა - დიოგენე სინოპელმა (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები) ასეთი პასუხი გასცა: „ – ყოველ შემთხვევაში, შემამზადა ბედის ყოველგვარი ცვალებადობისთვისო”.

იდი ამინ ადა – „ეპიზოდი”

„ყველაზე სახელგანთქმული მსოფლიო ლიდერი”. – ასე მოიხსენიებდა საკუთარ თავს აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეჟიმის ფუძემდებელი, კანიბალიზმში ბრალდებული უგანდის „მუდმივი პრეზიდენტი” – იდი ამინ ადა (1928-2003 წლები).

სადამ ჰუსეინი – „ეპიზოდი”

როგორც ბიოგრაფები ირწმუნებიან, XXI საუკუნეში სიკვდილით დასჯილმა პირველმა სახელმწიფოს მეთაურმა, ერაყის რესპუბლიკის დიქტატორმა პრეზიდენტმა - სადამ ჰუსეინმა (1937-2006 წლები) პირადულად პირველი სერიოზული ტრაგიკული დარტყმა – 15 წლის ასაკში მიიღო.

ჯოაკინო როსინი – „ეპიზოდი”

ფენომენალური მახსოვრობის გასაოცარი უნარით თავის დროზე გამოირჩეოდნენ ისეთი სახელოვანი ადამიანები, როგორებიც იყვნენ – ნაპოლეონ ბონაპარტი, თეოდორ რუზველტი (რომელმაც ერთ-ერთ ნაცნობთან იმ შეწყვეტილ თემაზე განაგრძო საუბარი, რომელიც მათი 15 წლისწინანდელი უკანასკნელი შეხვედრის დროს რაღაც მიზეზის გამო შეწყდა),