Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ნიკოლოზ პრჟევალსკი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული რუსი ნატურალისტი და მოგზაური – ნიკოლოზ პრჟევალსკი (1839-1888 წლები) პატარაობიდანვე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მას თავისი მაფრველი ანგელოზი იცავდა.
მადამ დე პომპადური – „ეპიზოდი”
„მან დაამტკიცა, რომ ლამაზმანებს გარდა მომხიბლავი გარეგნობისა, შესაძლოა ჰქონდეთ შესაშური გონიერებაცო”, – ამბობდნენ ხალხში საფრანგეთის მეფის – ლუი XV დე ბურბონის უმშვენიერესი საყვარელი ქალის - მადამ დე პომპადურის (1721-1764 წლები) შესახებ.
პეტრე კაპიცა – „ეპიზოდი”
„ატომის რუს მეფედ” წოდებული პოლონური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი ფიზიკოსი და ინოვატორი – პეტრე კაპიცა (1894-1984 წლები), „ბირთვული ფიზიკის მამად” წოდებული დიდი ბრიტანელი ფიზოკოსის – ერნესტ რეზერფორდის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მოწაფედ მიიჩნეოდა.
ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”
გენიალური ამერიკელი მწერლის – ჯეკ გრიფიტ ჩეინის (1876-1916 წლები), იგივე – ჯეკ ლონდონის დედა – ფლორა უელმანი (1843-1922 წლები) არა მხოლოდ სპირიტიზმითა და ეზოთერიზმით იყო გატაცებული (ირწმუნებოდა, რომ სულიერად ერთ-ერთ ინდიელ ბელადთან იყო დაკავშირებული), არამედ ინტრიგებისა და ავანტურებისადმი მიდრეკილი ერთობ რისკიანი ქალიც იყო.
ფრენსის ბეკონი – „ეპიზოდი”
იმისათვის, რომ ემპირიზმის ფუძემდებელ სახელოვან ინგლისელ ფილოსოფოსს, ისტორიკოსსა და პოლიტიკოსს – ფრენსის ბეკონს (1561-1626 წლები) თავი დაეღწია სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნისათვის და კარიერული წინსვლისათვის მიეღწია, მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური ქორწინების აქტი გაეფორმებინა.
დანტე ალიგიერის პირადი ცხოვრება…
პირმშვენიერი ბეატრიჩე პორტინარის დაქორწინების შემდეგღა გაათვითცნობიერა კარგად იტალიური სალიტერატურო ენის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა, მოაზროვნემ და ღვთისმეტყველმა – დანტე ალიგიერიმ (1265-1321 წლები), თუ რაოდენ განუზომლად ჰყვარებია იგი.
ნოსტრადამუსი – „ეპიზოდი”
XVI საუკუნეში ასტროლოგთა და წინასწარმეტყველთა მომსახურება ერთობ ძვირი სიამოვნება იყო. თვით ასტროლოგთა და წინასწარმეტყველთათვის კი, ფრიად საძნელო საქმედ მიიჩნეოდა ბაზარზე დამკვიდრება და წარმატების მიღწევა.
გი დე მოპასანი – „ეპიზოდი”
ცნობილი მექალთანის, გენიალური ფრანგი მწერლის – გი დე მოპასანის (1850-1893 წლები) საცხოვრებელი ბინის მორთულობა მართლაც რომ სრულად ამართლებდა პატრონის ჭეშმარიტ ბუნებას.
ზიგმუნდ ფროიდი – „ეპიზოდი”
ფსიქოანალიზის ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ავსტრიელ ფუძემდებლს – ზიგმუნდ სოლომონ ფროიდს (1856-1939 წლები) მისი თანამედროვეების დიდი ნაწილი იმ თაღლითად და ყალთაბანდად მიიჩნევდა, რომელიც საკუთარ თავს საზოგადოებას მედიცინის შესანიშნავ მცოდნედ აცნობდა.
ჰაინრიხ ჰაინე – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი პოეტის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის - ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856 წლები) ბედი მშობლებმა 1816 წელს ჰამბურგში მცხოვრებ ბანკირ-მილიონერ ბიძას – სოლომონ ჰაინეს მიანდეს.