Tag Archives: ეს საინტერესოა
“ვინ არის კარგი ექიმი და კარგი მსაჯული?” – (სოკრატეს და გლავკონის დიალოგიდან…)
გლავკონი: – რას იტყვი სოკრატე: სჭირდება თუ არა ჩვენს სახელმწიფოს კარგი ექიმები და კარგი მსაჯულები? კარგი ექიმები კი უპირატესად ისინი არიან,ვის ხელშიაც ყველაზე მეტ ჯანმრთელსა და ავადმყოფ ადამიანსაც გაუვლია.იგივე ითქმის მსაჯულებზედაც; ყველაზე უკეთეს მსაჯულებად ისინი უნდა მიგვაჩნდნენ,ვისაც ათასი ჯურის ხალხთან ჰქონია საქმე.
ქართული სიმღერის შესახებ youtube-ზე უცხოელები წერენ…
1. ქართული ხალხური სიმღერების მოსმენის შემდეგ,ბევრმა ეროვნებით ყაზახმა გადაწყვიტა,საკუთარი თვალით ენახა,ამ საოცარი მელოდიების სამშობლო – საქართველო!
მარკ ტვენი – “ცოცხალია თუ მკვდარი”
გენიალურ ამერიკელ მწერალს,სატირიკოსსა და იუმორისტს – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზს,იგივე მარკ ტვენს,ერთ-ერთ თავის დიდებულ მოთხრობაში – “ცოცხალია თუ მკვდარი”, – ასეთი ამბავი აქვს აღწერილი: ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები შიმშილით კვდებიან და ლუკმა პური სანატრელი გახდომიათ.
“ქართველის დამაფიქრებელი დიალოგი”
“უცხო ველში იჯდა ერთი ვიღაცა – არ ვიცი კაცი,არ ვიცი ქალი.ვიცი მხოლოდ ის,რომ მას ჰქონდა უფლება და ძალა ჩვენება ჩამოერთვა ყველა სულდგმულისათვის… და აი,იმის წინაშე წარსდგნენ სხვადასხვა ერები და ქართველიც წარსდგა მის წინაშე.
კიტა აბაშიძის ამაღელვებელი მიმართვა “რუს ადამიანებს”…
“რაც არ უნდა ვთქვათ,თანამედროვე არმიაც ხალხის წარმომადგენლად გვევლინება და მისი ნაკლოვანებანი,ნაწილობრივ მაინც მთელი ხალხის ნაკლოვანებებია.იმ საარაკო სიასტიკეს,იმ გაუგონარ სიმხეცეს,რომლითაც რუსულმა არმიამ ისახელა თავი უიარაღო,უმწეო,სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომში,ალბათ,კაცობრიობის ისტორიაში არ მოეძებნება რაიმე შესატყვისი.
ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევი…
„ადამიანის სიკვდილი სხვადასხვანაირად და სხვადასხვა მიზეზებით მოდის. მაგალითად, დგება დრო, როცა ადამიანს დიდი ხნით სიცოცხლით დაგროვებული გამოცდილების გამო აღარაფერი უკვირს, აღარაფერი აინტერესებს, აღარ ებადება კითხვები და მათზე პასუხის პოვნის სურვილი, რადგან ჰგონია, რომ უკვე ყველაფერი იცის, ყოველივე განვლილია და ახალი აღარაფერი შეიძლება იყოს.
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის საოცარი მიმართვა კინოფილმიდან – “დიდი დიქტატორი”
- მაპატიეთ,მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე.არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე.მინდა დავეხმარო ყველას,ვისაც შემიძლია – ებრაელს,წარმართს,შავკანიანს,თეთრკანიანს.ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ,ადამიანები ასეთები ვართ.ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით.
ექვთიმე თაყაიშვილის და ნოე ჟორდანიას დიალოგიდან…
1912 წელი. მენშევიკებმა ბრძოლა წააგეს და ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების დათმობა იყო.საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ მოუწოდა დამფუძნებელ კრებას,დაუყონებლივ შესდგომოდნენ ევაკუაციას და მიეღოთ ზომები სამუზეუმო და საეკლესიო განძეულის თან წასაღებად.
ჰუ ძინტაო – “რვა სათნოება და რვა ნაკლი”
“რვა სათნოება და რვა ნაკლი” – (ჩინურ ენაზე გამოითქმის,როგორც – “ბა ჟუნ ბა ჩი”) წარმოადგენს ოფიციალურ სისტემას დაფუძნებულს რვა ადამიანური სათნოებისა და ნაკლის ღირებულებებზე.
დიმიტრი უზნაძე – “ქართველთა შეგონება”
„დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა, – ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.