Tag Archives: საინტერესო ფაქტები
მჭედლობის ისტორიიდან…
ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და სხვა მათი შენადნობები იყვნენ ისტორიაში ის პირველი ლითონები, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა ბუნებაში. ლითონების მოპოვებამ იმთავითვე წარმოშვა მათი დამუშავების საკითხი. შექმნილმა გარემოებამ ადამიანი აიძულა ისეთ ინოვაციურ ხელობას დაუფლებოდა, როგორიც არის – მჭედლობა.
ფილიპ II ოგიუსტი – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ევროპაში მოქმედი კანონმდებლობებით – განქორწინება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სასამართლო და ეკლესია.
ლუი პასტერი – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მიკრობიოლოგისა და ქიმიკოსის – ლუი პასტერის (1822-1895 წლები) ბიოგრაფთა ცნობებით ირკვევა, რომ ფრანშ-კონტეს ისტორიულ რეგიონში დაბადებული დიდი მეცნიერი თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი იყო.
მუხა – „ეპიზოდი”
1703 წელს რუსეთის რეფორმატორმა იმპერატორმა – პეტრე I დიდმა წიფლისებრთა ოჯახის ერთ-ერთი სახეობის უნიკალური მცენარის – მუხის შესახებ გამოსცა სპეციალური განკარგულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული მცენარის დაცვას საკუთარ თავზე სახელმწიფო იღებდა.
ჰერმან გერინგი – „ეპიზოდი”
ადოლფ ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის მიზანთროპმა წვერმა, ნაცისტური გერმანიის საიმპერიო ავიაციის სამინისტროს რაიხმინისტრმა – ჰერმან ვილჰელმ გერინგმა (1893-1946 წლები), არა მხოლოდ ისტორიაში დატოვა თავისი კვალი, არამედ მსოფლიო მედიცინაშიც. თუმცა, პირველისაგან განსხვავებით, მსოფლიო მედიცინის ისტორიაში გერინგმა გაცილებით უკეთესი სახელი დაიგდო.
დავიდ ბენ-გურიონი – „ეპიზოდი”
„ლუკმა ჩემი შრომით უნდა ვჭამოო”, – ასე განაცხადა თავისი დიდებული პოლიტიკური კარიერის დასასრულში მყოფმა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და ქვეყნის ლეგენდად ქცეულმა პირველმა პრემიერ-მინისტრმა – დავიდ ბენ-გურიონმა (1886-1973 წლები).
ინდიელთა თავსაბურავი – „ეპიზოდი”
ამერიკელი ინდიელების ლეგენდად ქცეული თავსაბურავები, რომლებიც შემკულნი იყვნენ სხვადასხვა სახეობის ფრინველთა ფრთებით, იმთავითვე აინტრიგებდა არაერთი თაობის ევროპელებს.
კალიგულა – „ეპიზოდი”
„ნეტავ მთელ კაცობრიობას ერთი თავი ედგას, რომ ერთის მოქნევით მოვკვეთდი და დავისვენებდიო”, – უთქვამს ერთხელ „ჩექმუკად” წოდებულ რომის კაცთმოძულე იმპერატორს – გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსს (12-41 წლები), იგივე – კალიგულას.
ვიტელიუსი – „ეპიზოდი”
„იგი, შემალული ბაღის ჩრდილში, ვითარცა ზარმაცი პირუტყვი გაძღება და უმოქმედოდ დაეგდება, არ ფიქრობდა არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე”. – ასე დაახასიათა დიდმა ძველ რომაელმა ისტორიკოსმა – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსმა ღორმუცელობით სახელგანთქმული რომის იმპერატორი - აულიუს ვიტელიუს გერმანიკუსი (15-69 წლები).
იანა-იაჰას ხალხი – „ეპიზოდი”
კალიფორნიის ჩრდილოეთითა და სიერა-ნევადას მთიანეთის ცენტრალურ რეგიონებში ოდესღაც მაცხოვრებელი ინდიელთა მონათესავე ხალხი – იანა-იაჰა, უამრავი უცნაური ტრადიციითა და წეს-ჩვეულებით იყო გამორჩეული.