Tag Archives: ლიტერატურა
მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”
“მოღალატე ცოლის ქმარს ყოველთვის ჰქირდავენ,მასხრად იგდებენ და აუგად იხსენიებენ,თუმცაღა კარგად იციან,რომ საცოდავს,შეიძლება,წარმოდგენაც არ ჰქონდეს,რა ამბავია მის თავს და არც ცოლის გარყვნილებაში მიუძღვის ბრალი,რადგანაც ეს მისი გულგრილობისა თუ დაუდევრობის შედეგი კი არ არის,არამედ ქალის ავხორცობისა და უკეთური ბუნებისა. და მაინც,სიბრალულით კი არა,ერთგვარი ზიზღით უმზერენ მას.
რიუნოსკე აკუტაგავა – “ცხოვრება იდიოტისა” (ქორწინება)
ქორწინების მეორე დღეს მან ცოლს უსაყვედურა: “არ უნდა დაგეხარჯა ფული უყაირათოდ”.ეს სიტყვები დეიდას დაძალებით იყო ნათქვამი.ცოლმა მოუბოდიშა არა მარტო მას – ეს თავისთავად,
რიუნოსკე აკუტაგავას მოხრობიდან – „დიალოგი წყვდიადში”
„ცხოვრებას რომ ღიმილი ვაჩუქო, საჭიროა მქონდეს, ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე – უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მაქვს”.
ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„წაქცეულს შეუძლია წამოდგეს, მაგრამ გასრესილი ადამიანი ვეღარასოდეს ადგება”.
ჯარჯი ფხოველის მოსაზრებები…
„სამშობლო… ამ სიტყვას რაღაც სუნი დაჰკრავს: ეს არის თავგანწირვის, დარდის, სიკვდილის სუნი!”
მიგელ დე უნამუნოს ნაწარმოებებიდან…
“არსებობენ ისეთი ადამიანები,ვისაც სიყვარულის უნარი არ გააჩნია,მაგრამ სხვისგან მოითხოვენ სიყვარულს და კიდეც სჯერათ,რომ უფლება აქვთ მოითხოვონ უპირობო სიყვარული და ერთგულება საბრალო ქალისაგან,რომლის დამორჩილებაც მოახერხეს.
მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…
“ჩემს მიერ დაწერილ ნოველებს შორის ვერც ერთ ნოველას ვერ ნახავთ,საიდანაც რაიმე სასარგებლო მოძღვრება ვერ გამოიტანოთ.ჩემი მიზანი იყო,ჩვენი ქალაქის ფართო მოედანზე ერთგვარი ბურთის საგორებელი მაგიდა დამედგა,ისე,რომ ყველას,ვისაც კი გართობა მოუნდებოდა,
მიგელ დე უნამუნოს მოთხრობიდან – „ამბავი ერთი სიყვარულისა”
„დაელოდეთ სიყვარულს! მხოლოდ ის გრძნობს ამას საკუთარ გულსა და გვამში,ვინც ელოდება! ჩვენ გვგონია,რომ ვეხვევით მის ლანდს,მაშინ როცა სიყვარული,უხილავი და უჩინარი,თავად გვეხვევა და გვბოჭავს,როცა გვეჩვენება,რომ იგი მოკვდა ჩვენში,აკი თურმე ჩვენ მოვმკვდარვართ მასში.
მარგარეტ მანერლინ მიჩელის რომანიდან – „ქარწაღებულნი”
„ – გეტყვი, რაშია საქმე. ჩვენ თავს ვუხრით მოსალოდნელ უბედურებას, მაგრამ ხორბლის თავთავივით კი არა, წიწიბურას ღეროსავით! ქარიშხალი მწიფე თავთავს აცარიელებს, რადგან ის მშრალია და ვერ იხრება, წიწიბურას ღერო კი წვნიანია და ადვილად იხრება.