Tag Archives: ლიტერატურა
ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან – “დათა თუთაშხია”
1. “ყველაფერმა,რაც ჩემი სიცოცხლის მანძილზე ვნახე,განვიცადე და აღვიქვი,ისეთი რწმენა შემიქმნა,რომ სახელმწიფო არის ნელ ცეცხლზე მოთუხთუხე,ვეებერთელა სალაფავიანი ქვაბი და მოქალაქე – ქვაბთან ჭიპლარით მიერთებული არსება.დგება დღე,თავს იჩენს სრულიად გაუგებარი საჭიროება,რომ საკვები მილი ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას და, აი,მაშინ…
ნოდარ დუმბაძის ნოველიდან – “ძაღლი”
” – ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული,ბაბუა, – დაიწყო მან. – მე დღეს თუ ხვალ გავთავდები.უბედურებაა,როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის,ამიტომ არ მეშინია,რომ გითხრა,ტყუილი იქნება,მეშინია… მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე,ბაბუა… თუ არაფერში მივდივარ,საშიში არაფერია,
უილიამ ტომას ბეკფორდი
უილიამ ტომას ბეკფორდი – დაიბადა 1760 წლის 1 ოქტომბერს ლონდონის ცნობილ ისტორიულ რაიონში ვესტმინტერში.იგი წარმოადგენდა XVIII საუკუნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ინგლისში,ბრიტანული პარლამენტის წევრს,არქიტექტურაში ახალგოთიკური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელს და ავტორს საყოველთაოდ გახმაურებული გოთიკური რომანისა – “ვატეკი”.
ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან – “დათა თუთაშხია”
“შეიძლება გასაკვირიც იყოს,მაგრამ კაცობრიობას ნამდვილი ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია.ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების,პრეზიდენტებისა და კანცელარებისათვის,რომელთა ენაზე ამას “ჭკვიანი კაცების პრობლემა” ჰქვია,მაგრამ მათ წინაშე მუდამ დგას მეორე,გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელი “გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” – კაცობრიობის უდიდესი ჭირი.
პაულ თომას მანის რომანიდან – “ჯადოსნური მთა”
“საბრალო კაცობრიობა! უაზრო ციფრებს თავმომწონედ აჩრიან,ამით საკუთარი არარაობის გრძნობას უღვიძებენ და საკუთარი სიდიადის შეგნებას კი უხშობენ!
გიორგი ლეონიძის ნაწარმოებიდან – “ნატვრის ხე”
1. “ბავშვი ისე არ გაეტირება თავის დედას,როგორც ჩორეხი მისტიროდა საქართველოს წარსულს.
ამონარიდები რიჩარდ დევიდ ბახის ნაწარმოებიდან – „თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი”
„ცხოვრება გაუგებარია და შეუცნობელი და, როგორც ჩანს, ჩვენ ამქვეყნად იმისთვის მოვედით, რომ ვჭამოთ და რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ”.
ბარონი მიუნჰაუზენის შესახებ…
დიდი გერმანელი მწერლის - რუდოლფ ერიხ რასპეს (1736-1794 წლები) მიერ დაწერილი საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული გმირი – „ბარონი მიუნხჰაუზენი”, სინამდვილეში რეალური პიროვნება გახლდათ და მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო – კარლ ფრიდრიხ იერონიმ ბარონ ფონ მიუნჰაუზენი.
ამონარიდები პაულ თომას მანის რომანიდან – „ლოტე ვაიმარში”
„ძალიან ადვილია ადამიანობის იმ საზღვრის გადალახვა, ჯოჯოხეთს რომ ემიჯნება; ამგვარი საგმირო საქმის ჩასადენად საჭიროა მხოლოდ ჩვეულებრივი სისაძაგლე”.
“ივერია” – უილიამ შექსპირის გენიალური პიესის – “ჰამლეტის” შესახებ წერდა…
“ჰამლეტი ჩვენი დროის დიდებული ლიტერატურული განძია,მაგრამ,თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საზოგადოებრივ პირობებს,რომელშიც ეს პიესა დაიბადა,ავტორის ნიჭი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება: