Tag Archives: საინტერესო ფაქტები

საინტერესო ეტიუდი უილიამ სომერსეტ მოემის მოგონებებიდან…

დიდ ინგლისელ დრამატურგს,მწერალსა და რომანისტს – უილიამ სომერსეტ მოემის (1874-1965 წლები) თავის მოგონებებში სხვა უამრავ საინტერესო ისტორიასთან ერთად,ერთი მეტად საყურადღებო ისტორიაა აქვს მოთხრობილი:

ალბრეხტ დიურერის ქორწინების ისტორია

„დიურერი გერმანიისათვის არის ის, რაც გოეთეო”, – დღემდე ასე შენიშნავენ გენიალური გერმანელი ფერმწერის, გრაფიკოსისა და გრავიორის - ალბრეხტ დიურერის (1471-1528 წლები) შესახებ, რომლის მოღვაწეობის პერიოდსაც მადლიერმა გერმანელმა ერმა – „დიურერის ეპოქა” უწოდა, ხოლო მისი სახელის უკვდავსაყოფად კი გერმანიაში 1815 წელს დააწესა ყოველწლიური დღესასწაული, სახელწოდებით – „დიურერის დღე”.

ფრიდა კალო – „ეპიზოდი”

„დიეგო = ჩემს ქმარს; დიეგო = ჩემს მეგობარს; დიეგო = ჩემს დედას; დიეგო = ჩემს მამას; დიეგო = ჩემს შვილს; დიეგო = „მე”-ს; დიეგო = მთელ სამყაროს”. – ასეთი ჩანაწერი გააკეთა საკუთარ დღიურში გენიალურმა მექსიკელმა ფერმწერმა – ფრიდა კალომ (1907-1954 წლები) თავისი უსაყვარლესი მეუღლის,სახელოვანი მექსიკელი კუბისტი მხატვრისა და მიურალისტის - დიეგო რივერას (1886-1957 წლები) შესახებ.

ჟან-ეტიენ ლიოტარი – „ეპიზოდი”

პასტელით ხატვის დიდოსტატი შვეიცარიელი მხატვარი - ჟან-ეტიენ ლიოტარი (1702-1789 წლები) ხშირად აინტრიგებდა ადამიანებს თავისი ეგზოტიკური ჩაცმულობის სტილით.კონსტანტინოპოლში ყოფნის ჟამს კი იგი სულაც აღმოსავლური ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ტანსაცმლით იმოსებოდა.

მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო – „ეპიზოდი”

„ყველაფერი,რაც ვიცი,ვისწავლე კარავაჯოს სურათების დათვალიერების შედეგად”. – ასე განაცხადა იტალიური წარმომავლობის მქონე დიდმა იტალიელმა კინორეჟისორმა – მარტინ სკორსეზემ ევროპის სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებული გენიალური იტალიელი მხატვრის - მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1571-1610 წლები) შესახებ.

რა ფასად გაიყიდა ლევ ტოლსტოის ლიტერატურული მემკვიდრეობა?

გენიალური რუსი მწერლისა და მოაზროვნის – ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები) გარდაცვალების შემდგომ,მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესყიდვის უფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში ორი გიგანტური რუსული გამომცემლობა – „ივანე დიმიტრის ძე სიტინის ამხანაგობა” და „ადოლფ თედორეს ძე მარქსის ამხანაგობა” ჩაერთო.

ფრიდრიხ II დიდი – „ეპიზოდი”

„თუ გსურთ გაზეთი საინტერესო იყოს,იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოს და დაექვემდებაროს არავის ბრძანებას”. – თავის დროზე ბრძანა ჰოენცოლერნების დინასტიის წარმომადგენელმა პრუსიის მონარქმა – ფრიდრიხ II დიდმა (1712-1786 წლები).

პოლ სეზანი – „ეპიზოდი”

„ყოველთვის,როდესაც იგი რომელიმე თავის მეგობარს ხატავს,ასე გგონია,თითქოს შურს იძიებს რომელიღაც ფარული შეურაცხყოფისათვისო”, – წერდა დიდი ფრანგი მწერალი – ემილ ზოლა გენიალური ფრანგი მხატვრის - პოლ სეზანის (1839-1906 წლები) შესახებ.

ელ გრეკო – „ეპიზოდი”

https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4b/Julije_Klovic_2.jpg/1280px-Julije_Klovic_2.jpgამბობენ,ხელოვანს სიმდიდრე არ შეეფერებაო.ამ ქვეყნად უცხოვრიათ ისეთ ხელოვანებს,რომელთაც ნებსით თუ უნებლიეთ მანსარდებში,უკიდურეს სიღატაკეში გაულევიათ თავიანთი ცხოვრების დღენი,თუმცა ყოფილან ისეთებიც…

პიერ ოგიუსტ რენუარი – „ეპიზოდი”

„მე ისე ვიქცევი,როგორც მდინარეში გადასროლილი და დინებით წაღებული საცობი.ისე ვხატავ,როგორც ღმერთი მახატვინებსო”, – წერდა გენიალური ფრანგი მხატვარი,გრაფიკოსი და სკულპტორი - პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები).