Tag Archives: ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„დღეს ქალი თავის ქმარ-შვილს თავისი ხელით ულესავს ხანჯალს და თვითონაც თან მისდევს, წადი იბრძოლე, იარას მე შეგიხვევ ჩემი ხელითო! ამას ქალი იშვიათად გააკეთებს ხოლმე, მაგრამ როდესაც ამას გააკეთებს, იქ მტერი უბრძოლველადაც დამარცხებულია!”
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„სულ არარაობას, მაინც ნაგვიანევი სჯობია”.
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„სახელმწიფო ხაზინას ხალხი ავსებს, მაშასადამე, უმთავრესობა და უპირველესობაც ხალხისა უნდა იყოს!”
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„დედის სიყვარულისთანა მშიშარი არა იქნება რა! სუყველა იმას აშინებს, სუყველა იმას ერჩის და მოსვენებას უფრთხობს. ან სად იცის დედამ მოსვენება?
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„თუ ნიჭზედ მიდგა საქმე, მე ასანთის მომგონი უფრო უძლიერესი ნიჭის პატრონად მიმაჩნია, ვიდრე ყველა სუვოროვები ერთად აღებულნი”.
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„ჭეშმარიტებას ძალად ვერავის შეაგნებინებთ”.
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„ქალს რომ დედამთილი სძულდეს, ეგ არაფერი; მაგრამ დედას რომ შვილი სძულდეს – ჩემს დედამთილს რადა ჰგავხარო, ეგ კი მეტისმეტი უბედურებაა!”
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„საუბედუროდ, ქვეყნად სიკეთეს მოწინააღმდეგე უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მომხრე და, საცა უვიცი და ბიწიერი არის ვინმე, ყველანი იმას ცდილობენ, სიკეთე არსად ვაბატონოთო”.
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„ცრუა წუთისოფელი: გაგაქცევს, გაგაქცევს და როგორც იტყვი – აგერ მივედი, მიზანს მივაღწიეო, წაგაბორძიკებს და ყირამალა დაგატრიალებს”.
ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„მტყუანს სიმართლის კარებამდე უნდა მიჰყვე, თორემ ქვეყანას მართალი ეგონება და სიმართლე დაიჩაგრება”.