Tag Archives: გენიოსები

გუსტავ კურბეს შესახებ…

„მისი ბუნებრივი ძალა ყველა წარმოსახვით რეკორდს ხსნის, ეს ის არის, ვინც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, სწორედ იგი სვავს ყველაზე მეტ კათხა ლუდს, მას მოაქვს ნადირობიდან ყველაზე მეტი ნანადირევი, და ეს არის ის, ვინც სულ რაღაც ორიოდე საათში ხატავს დიდებულ პეიზაჟს”. – ასე ლაკონურად დაახასიათა

სოფოკლეს შესახებ…

„მას ისევე უყვარდა ვაჟები, როგორც ევრიპიდეს უყვარდა ქალებიო”. – ასეთი ამორალური სახის მქონე ჩანაწერი გააკეთა გენიალური ძველ ბერძენი დრამატურგის, ევრიპიდესა და ესქილეს „თანატოლი” ტრაგიკოსის – სოფოკლეს (ძვ.წ.აღ-ით 496-406 წელბი) შესახებ ცნობილმა ძველ ბერძენმა მწერალმა – ათინაიოსმა თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომში – „ბრძენთა ნადიმი”.

მოლიერის შესახებ…

„მე ადრეული ახალგაზრდობიდანვე ვიცნობ მოლიერის შემოქმედებას და მიყვარს იგი. მისგან მთელი ცხოვრება ვსწავლობდი. თუმცა, მე მოლიერი მიყვარს არა მხოლოდ მხატვრული ტექნიკის უზადო სრულყოფის, არამედ მისი მომხიბლავი ბუნებრიობის გამო”. – ეს სიტყვები გენიალური ფრანგი დრამატურგის – ჟან-ბატისტ პოლკენის (1622-1673 წლები), იგივე – მოლიერის შესახებ მსოფლიო ლიტერატურის დიდმა კლასიკოსმა – გოეთემ წარმოთქვა.

ალკოგენია

„ვან გოგი ისეთი მთვრალი იყო, რომ მისი ავტოპორტრეტის დახატვა ტულუზ-ლოტრეკს მოუხდაო”, – ასე ხუმრობდნენ სახვითი ხელოვნების ნიდერლანდელი ალკოგენიის – ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) შესახებ საზოგადოებაში.

ალექსანდერ ჰუმბოლდტი – „ეპიზოდი”

„ახალი მსოფლიო ბევრად უფრო დიდ ვალშია ამ გენილაური მეცნიერის წინაშე, ვიდრე ერთად აღებული ყველა კონკისკადორის წინაშეო”, – ასეთი სახის ჩანაწერი გვხვდება ვენესუელის ეროვნული გმირის – სიმონ ბოლივარის დღიურში „მეცხრამეტე საუკუნის არისტოტელედ” წოდებული დიდი გერმანელი ბუნებისმეტყველის, გეოგრაფისა და მოგზაურის – ბარონი ფრიდრიხ ვილჰელმ ჰენრიხ ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის (1769-1859 წლები) შესახებ.

პითაგორა და „პითაგორელები”

„საკუთარი სხეული საკუთარი სულის კუბოდ არ აქციოთო”, – მრავლისმეტყველად გვირჩია თავის დროზე გენიალურმა ძველ ბერძენმა მათემატიკოსმა, ფილოსოფოსმა და მისტიკოსმა – პითაგორა სამოსელმა (ძვ.წ.აღ-ით 570-495 წლები). „ღვთაებრივ პითაგორად” წოდებულ სწავლულს მრავალი მიმდევარი ჰყავდა.

დანტე ალიგიერის შესახებ…

ტოსკანის რეგიონის უმშვენიერეს ქალაქ ფლორენციაში დაირწა აკვანი ისეთი გენიოსებისა, როგორებიც იყვნენ – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, ფრანჩესკო პეტრარკა,

ჯორჯ ბულის შესახებ…

1815 წლის 2 ნოემბერს ინგლისის აღმოსავლეთით განთავსებულ ქალაქ ლინკოლნში, ღარიბი ვაჭრისა და მეწაღის – ჯონ ბულის ოჯახში ქვეყნიერებას მოევლინა გენიალური ინგლისელი მათემატიკოსი და ლოგიკოსი - ჯორჯ ბული.

ალექსანდრე დიუმას შესახებ…

„მე იმდენი თანაშემწე მყავდა, რამდენი მარშალიც ჰყავდა ნაპოლეონსო”, – სრული სერიოზულობით ამბობდა სიბერის ჟამს მსოფლიო ლიტერატურის ბუმბერაზი ფრანგი კლასიკოსი – ალექსანდრე დიუმა (1802-1870 წლები).

ვინსენტ ვილემ ვან გოგი – „ეპიზოდი”

„წმინდა პავლე მავზოლიელის თავშესაფრად” წოდებული სენ რემის სულით ავადმყოფთა საავადმყოფოს ალაყაფის კარს მიღმა მყოფმა ნიდერლანდული ფერწერის დიდოსტატმა – ვინსენტ ვან გოგმა (1853-1890 წლები), რომელსაც თავისი პალატის დამრეც საწოლში ძილი იშვიათად თუ მიეკარებოდა ხოლმე,