Tag Archives: გეოგრაფია

შანაი-ტიმპიშკა – (მდუღარე მდინარე)

წყალუხვობითა და აუზის სრული მოცულობით მსოფლიოს უდიდესი მდინარის – ამაზონის ერთ-ერთ შენაკადს წარმოადგენს პერუს ტროპიკულ ტყეებში განთავსებული უნიკალური მდინარე – შანაი-ტიმპიშკა.

ხუან სებასტიან დელ კანო – „ეპიზოდი”

ესპანელთა სამსახურში ჩამდგარი ერთ-ერთი უდიდესი პორტუგალიელი მეზღვაური და მოგზაური – ფერნანდო მაგელანი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა მისივე სახელგანთქმული ექსპედიციის წევრის, ესპანელი მეზღვაურის – ხუან სებასტიან დელ კანოს (1486-1526 წლები) ჩრდილში.

ურალის მთები – „ეპიზოდი”

კარის ზღვის ნაპირებიდან მდინარე ურალის ხეობის განედურ მონაკვეთამდე 2 500 კილომეტრ სიგრძეზე გადაჭიმული მთათა სისტემის – ურალის მთების შესახებ პირველი ინფორმაცია ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში მოღვაწე

ვასკო ნუნიეს დე ბალბოას შესახებ…

1513 წლის 25 სექტემბერს თავგადასავლების მოყვარულმა ესპანელმა კონკისკადორმა – ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ (1475-1519 წლები) თავის ჯარისკაცებთან ერთად პირველად იხილა ჩვენი პლანეტის უკანასკნელი, მანამდე კაცობრიობისთვის უცნობი ოკეანე.

რამდენიმე ფაქტი კარიბის ზღვის შესახებ…

1. დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში განთავსებულმა – კარიბის ზღვამ (ატლანტის ოკეანის ნაწილი), რომელსაც თავის დროზე – „სამოთხე დედამიწაზე” უწოდეს, თავისი სახელწოდება კარიბის ზღვის აუზში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ინდიელი ხალხისგან – „კარიბებისგან” მიიღო.

ადრიატიკის ზღვის სახელწოდების შესახებ…

აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს შორის არსებული – ადრიატიკის,იგივე ადრიის ნახევრად ჩაკეტილმა ზღვამ თავისი სახელწოდება როვიგოს იტალიური პროვინციის უძველესი ქალაქიდან – ადრიადან მიიღო.

მანიტუს ტბა – (ტბა ტბაში)

მანიტუს ტბა – წარმოადგენს დედამიწის კუნძულებზე განთავსებულ ტბებს შორის ყველაზე დიდ ტბას.

მეტიუ ფლინდერსი – „ეპიზოდი”

ავსტრალიის დიდმა ინგლისელმა მკვლევარმა - მეტიუ ფლინდერსმა (1774-1814 წლები),რომელმაც პირველმა დაადგინა,რომ „ახალი ჰოლანდია” (ასე მოიხსენიებდნენ იმ პერიოდში ავსტრალიას) ერთიანი,დამოუკიდებელი მატერიკია,გახლავთ ის ადამიანი,ვინც პირველმა წამოაყენა საკითხი იმის შესახებ,რომ აღნიშნულ მატერიკს ახალი ჰოლანდიის ნაცვლად,როგორც უწინ მას ნიდერლანდელებმა უწოდეს – ავსტრალია დარქმეოდა.

მაკ-მერდოს მშრალი ველები – „ეპიზოდი”

დედამიწის სამხრეთ პოლარულ მხარეში – ანტარქტიკაში მაკ-მერდოს სრუტის დასავლეთით განთავსებული – მაკ-მერდოს მშრალი ველები,რომლის ტერიტორია 8 000 კვადრატული კილომეტრია,ჩვენი პლანეტის ყველაზე მშრალ ადგილს წარმოადგენს.

„უაიმანგუ”-ს გეიზერის შესახებ…

ახალ ზელანდიაში,კერძოდ კი უაიმანგუს ხეობაში არსებული დღეისათვის არააქტიური გეიზერი,სახელწოდებით – „უაიმანგუ”, 1899-1904 წლებში მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი გეიზერი გახლდათ.