Tag Archives: ვიქტორინა
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: 1625 წელს ერთ-ერთმა მეტად გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ,ახალგაზრდა ფრანგ ჭაბუკს ჭადრაკის თამაში შესთავაზა.მიუხედავად იმისა,რომ ჭადრაკის ფიგურები თეთრი და შავი ფერის იყო,ამ ორთაბრძოლას მაინც წითლებისა და ლურჯების ორთაბრძოლა უწოდეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული საჭადრაკო პარტია გადადებულ იქნა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღიარა გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ თავისი მარცხი.დაასახელეთ ვის შორის წარიმართა აღნიშნული საჭადრაკო დაპირისპირება და რა ჩინი მიიღო დამარცხებული მაღალჩინოსნისაგან გამარჯვებულმა საჩუქრად?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის ტექსტში მოხსენიებულია – მონღოლები,თურქები და ავსტრიის დედაქალაქი ვენა.დაასახელეთ რომელი ქვეყნის ეროვნულ ჰიმნში არიან ისინი მოხსენიებული?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი,ლოგიკოსი,მათამიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე – ბერტრან არტურ უილიამ რასელი (1872-1970 წლები) გვაუწყებდა რომ,”აღორძინების ეპოქაში” თითოეულ კარდინალს რომის პაპთან ოფიციალურ მიღებაზე აუცილებლად თან ახლდათ “ერთი” ადამიანი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ,”ამ” ადამიანებს ერთ-ერთი ციური სხეულის სახელითაც მოიხსენიებდნენ.დაასახელეთ,ვინ ახლდნენ კარდინალებს აღორძინების ეპოქაში რომის პაპებთან ოფიციალურ მიღებებზე და რატომ დაჰყავდათ ისინი?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გენიალური იაპონელი მეცნიერი ბირთვულ ფიზიკაში – ნაკაია უკიტირო,”მათ” საიდუმლო იეროგლიფებით დაწერილ ზეციურ წერილებს უწოდებდა.დაასახელეთ რა ჰქონდა მხედველობაში დიდ მეცნიერს?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ დღეს,საბჭოთა გენსეკი – იოსებ სტალინი,იმდენად განარისხა საბჭოთა სპორტსმენების მასიურმა მარცხმა სპორტის ერთ-ერთ სახეობაში,რომ მათ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა იქამდე აუკრძალა,სანამ მსოფლიო რეკორდებს არ დაამყარებდნენ.პრობლემა მას შემდეგ იქნა გადაწყვეტილი,რაც “ამ სახეობის” სპორტსმენებისათვის 1951 წელს სპეციალურად ააგეს “მედეო”-ს სახელით ცნობილი სპორტული კომპლექსი,სადაც დამყარებული იქნა კიდეც მათ მიერ მრავალი მსოფლიო რეკორდი.დაასახელეთ,რომელი სპორტის სახეობის სპორტსმენებმა დაიმსახურეს ბელადის რისხვა?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ”მისი” ისტორიული მნიშვნელობის მქონე სპორტულ გამარჯვებას ხელი ვერც იმ შეჩერებამ შეუშალა,
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,ევროპის დიდ ქალაქებში იმართებოდა მასობრივი ზეიმები,რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ესწრებოდა.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: 1693 წელს საფრნაგეთმა თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა,თუმცა ამასთან არც ომს და ზოგადად,არც პოლიტიკას არანაირი კავშირი არ ჰქონია.დაასახელეთ მიზეზი,თუ რის გამო დაკარგა 1693 წელს საფრანგეთმა თავისი ტერიტორია?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ისტორიაში სულ დაფიქსირებულია ოთხი ასეთი შემთხვევა: 1970 წელს ესპანელმა კინორეჟისორმა – ლუის ბუნიუელმა გააკეთა ეს; 1973 წელს იგივე გააკეთა დიდმა ამერიკელმა მსახიობმა – მარლონ ბრანდომ; 1962 წელს ანალოგიური ქმედებით,თანაც ორჯერ გამოირჩა დიდი ამერიკელი მსახიობი – ჯორჯ კემპბელ სკოტი.დაასახელეთ რა გააკეთეს ზემოჩამოთვლილმა ადამიანებმა?
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ასეთი სახის სასაფლაოები დედამიწაზე ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს.ერთ-ერთი მათგანი მდებარეობს წყნარ ოკეანეში განთავსებულ შობის კუნძულის სიახლოვეს. 2005 წლის 7 სექტემბერს,იმავე სასაფლაოზე შედგა ერთ-ერთი ასეთი სახის ტიპიური დაკრძალვა.