Tag Archives: მიგელ დე სერვანტეს საავედრას “ანდერძი”
მიგელ დე სერვანტეს საავედრა – „ეპიზოდი”
„მე ზეცის განგებით მოვევლინე ამ ჩვენს რკინის საუკუნეს, რათა ოქროთი აღვადგინო იგიო”, – მრავლისმეტყველად უთქვამს თავის დროზე „ოქროს საუკუნის რაინდად” წოდებულ მსოფლიო ლიტერატურის ტიტანს – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები).
მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…
„პატიოსანი ქალის სილამაზე თითქოს შორს მოლაპარაკე ცეცხლია ან კიდევ პირბასრი მახვილი: მხოლოდ იმას წვავს და ჭრის, ვინც მიეკარება”.
მიგელ დე სერვანტეს საავედრა & ლოპე დე ვეგა
ესპანური ლიტერატურის ორ ტიტანს – მიგელ დე სერვანტეს საავედრასა და ლოპე დე ვეგას შორის,ისევე როგორც სხვა მრავალ ცნობილ ტიტანს შორის,მეტად დაძაბული და თუ შეიძლება ითქვას,მტრული ურთიერთობაც კი სუფევდა.
მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”
სმენადაქვეითებული ესპანელი იდალგოს – როდრიგო დე სერვანტესის ვაჟის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები) შესახებ გავრცელებული ერთ-ერთი ადრეული ვერსია ირწმუნებოდა,რომ ოჯახში შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უკვდავი ლიტერატურული ქმნილების “დონ კიხოტის” ავტორი ახალგაზრდულ ასაკში იძულებული იყო სხვადასხვა სახის დანაშაულებები ჩაედინაო.
მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”
ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,გენიალური ესპანელი მწერალი და უკვდავი ლიტერატურული ქმნილების “მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელის” ავტორი - მიგელ დე სერვანტეს საავედრა (1547-1616 წლები) სწორედ იმ დღეს (1616 წლის 23 აპრილს) გარდაიცვალა ჰიდროცეფალიის შედეგად,
მიგელ დე სერვანტეს საავედრას რომანიდან – “დონ კიხოტი”
“თუ გინდა იმ ხალხის გული მოინადირო,ვისი ბედ-იღბალიც შენ გაბარია,სხვათა შორის,ორი რამ უნდა გახსოვდეს: ჯერ ერთი,ყველას მიმართ ალერსიანი უნდა იყო და მეორეც,ეცადე,მაგ შენს კუნძულზე სურსათ-სანოვაგე ბლომად იქონიო,რადგან არაფერი ისე სასტიკად არ ამქისებს და ამძვინვარებს ღატაკთა გულს,როგორც შიმშილი და სიძვირე.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას შედევრიდან – “დონ კიხოტი”
“გახსოვდეს,სანჩო,თუ სიქველის გზას აირჩევ და ქველმოქმედებას დაისახავ ცხოვრების მიზნად,შურის თვალით აღარ დაუწყებ ყურებას იმათ,ვისაც წინაპრებად მეფეები და მთავრები ჰყავს,რადგანაც გვარიშვილობა მემკვიდრეობითია,სიქველე კი – შეძენილი და მას თავისთავადი ღირებულება აქვს,რასაც გვარიშვილობა ვერ დაიკვეხნის.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – “დონ კიხოტი”
” – თავისუფლება,სანჩო,ესაა ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი განძი,რომელსაც ზეცა ანიჭებს ადამიანს; ვერავითარი სხვა საუნჯე,ვერც მიწის წიაღში დაფლული და ვერც ზღვის ფსკერზე დამალული,ახლოსაც ვერ მივა მასთან.თავისუფლების,ისევე როგორც ღირსების გულისათვის,შეიძლება თავი გასწიროს კაცმა. და პირიქით,მონობაა ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი უბედურება,რაც შეიძლება თავს დაატყდეს ადამიანს.იცი,რად ვამბობ ამას?
მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”
“თუ მუცლის საძღომი მექნა,იმპერატორის გვერდით ჯდომას მირჩევნია,ჩემთვის,ცალკე,ზეზეულადა ვჭამდე.ან თუ ნებას დამრთავთ,უფრო გულახდილად მოგახსენებთ: ჩემს ჭერქვეშ,სადაც არც თავპატიჟი მჭირდება და არც დიდი მანჭვა-გრეხა,ცეცხლს მიფიცხებულსა თუ კუთხეში მყუდროდ მიყუჟულს,ხახვი და ხმელი პური უფრო ტკბილად შემერგება,ვიდრე კაი მსუქანი ინდაური – სტუმრად;