Tag Archives: საინტერესო ფაქტები

კონდრატე თათარაშვილი – „ეპიზოდი”

უცხოეთში ხანგრძლივი იძულებითი ყოფნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ „უიარაღოდ” წოდებულ „მამლუქის” ავტორს - კონდრატე თათარაშვილს (1872-1929 წლები) „ლაღიძის წყლებთან” დიდი ხნის უნახავი მეგობარი,სახელოვანი ქართველი მწერალი – დავით კასრაძე შემოხვდა.მონატრებული ძმები ერთმანეთს ჩაეხვივნენ.გამვლელები ჩერდებოდნენ ქუჩაში.

უცნობი ფაქტები რობერტ ლუის სტივენსონის ბავშვობიდან…

შუქურების მშენებელი მდიდარი ინჟინრის – ტომაზ სტივენსონის ერთადერთი ვაჟი – რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები),რომელიც მოგვიანებით ინგლისური ნეორომანტიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელ მწერლად ჩამოყალიბდა,პატარაობიდანვე სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.

თომას ჰობსის შესახებ…

გენიალური ინგლისელი ფილოსოფოსი – თომას ჰობსი (1588-1679 წლები),რომელიც ქვეყნიერებას დედის ნაადრევი მშობიარობის შედეგადაც მოევლინა (ქალს მშობიარობა დაუჩქარა შიშმა,რომელიც გამოიწვია ინფორმაციამ ინგლისის სანაპიროებთან ესპანური არმადის გამოჩენის შესახებ),მოგვიანებით აღნიშნული მოვლენის შესახებ ერთობ მრავლისმეტყველად წერდა – „ჩემმა დედამ ტყუპები გვშობა: მე და შიშიო”.

რა პირობებში აღიზარდა რობერტ ბერნსი?

შოტლანდიის ეროვნულ პოეტად აღიარებული - რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები) უკიდურეს სიღარიბეში აღიზარდა.

სტენდალი – „ეპიზოდი”

ილუზიებისა და წარმოსახვების ტყვეობაში მყოფი გენიალური ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი,ხუთი წლის განმავლობაში უნუგეშოდ იყო შეყვარებული ქალზე,ვინმე – ვიქტორია მუნიეზე.

მონიალო – (ჩუქჩების ეროვნული კერძი)

ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობა – ჩუქჩები,რომელთა მითოლოგიის მიხედვითაც,ისინი რჩეული ხალხია,ხოლო სხვა ჩრდილოელი ხალხები (ევენკები,კორიაკები და ასე შემდეგ) კი მათი მსახურნი,თავიანთ ეროვნულ კერძს - „მონიალო”-ს სახელწოდებით მოიხსენიებენ.

ჟან ნიკოლა არტურ რემბოს შესახებ…

გენიალურ ფრანგ სიმბოლისტ-პოეტს – ჟან ნიკოლა არტურ რემბოს (1854-1891 წლები),რომელსაც პოეტისათვის დამახასიათებელი უნიკალური ნიჭი ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩნდა – „ბავშვი შექსპირი” უწოდეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ ლათინური ენის შესანიშნავი მცოდნე სკოლაში სწავლის პერიოდშიც კი მათემატიკური ამოცანების პასუხებს ლათინურ ენაზე დაწერილი ლექსებით წერდა.

საინტერესო დეტალები რაფაელ სანტის ბიოგრაფიიდან…

უმბრიული სამხატვრო სკოლის დიდებულ წარმომადგენელსა და მაღალი რენესანსის ეპოქის ნატიფ ხელოვანს - რაფაელ სანტს (1483-1520 წლები) დედა – მარჯი ჩარლა ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში ყოფნის პერიოდში გარდაეცვალა.

სერგეი რახმანინოვი – „ეპიზოდი”

ერთ დღეს,თედორე შალიაპინთან ერთად გენიალურ რუს მწერალს – ლევ ტოლსტოის სახლში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პიანისტი და კომპოზიტორი – სერგეი რახმანინოვი (1873-1943 წლები) ეწვია.

ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ…

„რატომა ვარ აგრე ჭკვიანი?” – უკვირდა თვითმყოფადი ფილოსოფიური სწავლების ათეისტ ფუძემდებელ გერმანელ მოაზროვნეს - ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები),რომელმაც იქვე განაგრძო: „ქრისტეს რომ ჩემდენი ეცხოვრა,ჩემსავით ჭკვიანი იქნებოდაო”.