Tag Archives: საინტერესო ფაქტები

ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”

შეიძლება ითქვას,რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელი,ენციკლოპედისტი და გამომგონებელი – ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) ღრმად რელიგიური პიროვნება არ ყოფილა,თუმცა ღვთის არსებობაში ეჭვი არასოდეს შეუტანია.

შუამდინარეთის ქალაქებში გაბატონებული ანტისანიტარია

ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,ძველი რომის ქალაქ – პომპეის,რომელსაც საშინელი ანტისანიტარიის გამო – „გიგანტურ სანაგვედ” მოიხსენიებდნენ და შუა საუკუნეების ლონდონის მსგავსად,სისუფთავის დაცვით არც უძველესი მესოპოტამიის მაცხოვრებლები ყოფილან გამორჩეულნი.

დესიდერიუს ერასმუსი – „ეპიზოდი”

რენესანსის ეპოქის გენიალური ნიდერლანდელი სწავლულის,თეოლოგისა და „ჰუმანისტების თავადად” წოდებული - დესიდერიუს ერასმუსის (1469-1536 წლები) ნისლიან ალბიონზე პირველი ვიზიტი მხოლოდ ექვსი თვით გაგრძელდა,თუმცა მიუხედავად მცირე დროისა,აღნიშნულმა პერიოდმა უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას,გარდამტეხი როლიც კი ითამაშა მის შემდგომ ცხოვრებაში.

ჯორდანო ბრუნო – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, 1600 წლის 9 თებერვალს ინკვიზიციის ტრიბუნალმა ერესში ბრალდებულ გენიალურ იტალიელ ასტრონომს,ასტროლოგსა და ფილოსოფოსს – ჯორდანო ბრუნოს ხანგრძლივი ტანჯვა-წამების შემდგომ,სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ვოლტერი – „ეპიზოდი”

სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე,ათეისტური რელიგიური მსოფლმხედველობითა და რიგი საკითხებისადმი ერთობ დაუნდობელი ირონიით გამორჩეული გენიალური ფრანგი ფილოსოფოსის,დრამატურგისა და განმანათლებლის – ფრანსუა მარი არუეს (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერის ოჯახის წევრები,მაქსიმალურად ცდილობდნენ,რომ იგი კათოლიკურ ეკლესიისათვის შეერიგებინათ.

კლეოპატრა II – „ეპიზოდი”

კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივი ეტაპის განმავლობაში აზრად არავის მოსვლია აღენიშნა ყოველი ადამიანისათვის ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი,როგორიც გახლავთ – „დაბადების დღე”.

რას წერდა ლეოპოლდ მოცარტი საკუთარ ვაჟიშვილს?

როგორც ცნობილია,ვენის კლასიკური სკოლის გენიალური ავსტრიელი წარმომადგენლის,კომპოზიტორისა და ინსტრუმენტალისტის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის (1756-1791 წლები) ვირტუოზ მუსიკოსად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი დაიდო მევიოლინე მამამ,კომპოზიტორმა – ლეოპოლდ მოცარტმა (1719-1787 წლები).

ჟაკ-ივ კუსტოს პირადი ცხოვრებიდან…

1937 წელს,მსოფლიო ოკეანის დიდმა ფრანგმა მკვლევარმა,გამომგონებელმა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენოსანმა რეჟისორმა – ჟაკ-ივ კუსტომ (1910-1997 წლები) ფრანგი ადმირალის – ანრი მელხიორის ქალიშვილზე – სიმონა მელხიორზე (1919-1990 წლები) იქორწინა.

ჟაკ ფრესკო – „ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე სახელოვანმა ამერიკელმა ინჟინერმა,დიაზინერმა და ფუტუროლოგმა - ჟაკ ფრესკომ (1916-2017 წლები),რომლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე იმთავითვე უდიდესი გავლენა იქონია ბაბუამ,ნიუ-ოირკის სკოლაში სწავლის პერიოდში კატეგორიული უარი განაცხადა ტრადიციად ქცეული აშშ-ის ეროვნული დროშის წინაშე ფიცის დადებაზე.

რას ნანობდა სიცოცხლის ბოლოს ნიკოლა ტესლა?

ევგენიკის მოძღვრების მომხრე (სწავლება,რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ადამიანის მოდგმის,მისი მემკვიდრული ბუნების გაუმჯობესება და სრულყოფა) სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი,ინჟინერი და გამომგონებელი – ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები),ერთობ უცნაურ და ექსტრავაგანტული თვისებების მქონე მეცნიერს წარმოადგენდა.