Tag Archives: ციტატები
ოტია იოსელიანი წერდა…
„თვალები რომ დახუჭო კი არა, დაითხარო, ამით სინამდვილეს ვერ გადააკეთებ”.
„დამაკვირდი”
„მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ეს გაგამართლებს გგონია? არ წაგიკითხავს, „ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო იმას, ვინც გაგამწარაო?” ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და ბიწიერებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ”. – ოტია იოსელიანი
ფრაზეოლოგია „აკრძალული ხილი”-ს შესახებ…
„აკრძალული ხილი” შემწვარი ფაქტებით – ჯოჯოხეთის სამზარეულოს საფირმო კერძია”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„სიარული ყველაფერს ცვეთს, გზასაც კი, დაუსრულებელი რომ არის, იმ გზასაც კი!”
დოსტოევსკი წერდა…
„არა მხოლოდ უნამუსოდ არ შეიძლება ცხოვრება, არამედ უნამუსოდ სიკვდილიც ტანჯვაა… არა, ბატონებო, თუ კვდები, სუფთა სინდისით უნდა მოკვდე…”
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ზოგჯერ ბედი შიგ გულში დაგიტრიალებს დანას და თუ გადარჩი, წამოდექი და გასწი. საყვედური ნუ წამოგცდება. პირიქით, ღმერთს მადლობა უთხარი, რომ წამოდგომის უნარი მოგცა”.
„დამაკვირდი”
„ვინ მოთვლის, რამდენი უხეში, მოუქნელი და გამოუთლელი მუტრუკი გამოუგდია სატანტალოდ მამაზეციერს ამ სოფელ-ქვეყანაში”. – ვაჟა ჩორდელი