Tag Archives: საინტერესო ფაქტები
დედა ტერეზა – „ეპიზოდი”
კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ალბანელი მონაზონისა და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატის – აგნესა გონჯა ბოიაჯიუს (1910-1997 წლები),იგივე – დედა ტერეზას საქმიანობის შესახებ მის სიცოცხლეშივე ბევრი კითხვის ნიშანი იყო დასმული.
მარლენ დიტრიხი – „ეპიზოდი”
ჰოლივუდის „მშვენებად” წოდებული დიდი გერმანელი კინომსახიობი და მომღერალი ქალი – მარლენ დიტრიხი (1901-1992 წლები) ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნებას ჰოლივუდურ კინოკომპანიასთან – „პარამოუნტ ფიქჩერზ კორპორეიშენ”-თან დადებული ხუთწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდგომ აპირებდა,თუმცა ამ შუალედში იგი ხშირად სტუმრობდა გერმანიას.
ლუი XV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,საფრანგეთისა და ნავარის მეფე – ლუი XV დე ბურბონი (1710-1774 წლები) ქალთა სქესის წარმომადგენლების მოტრფიალე მონარქი იყო.ცნობილია ისიც,რომ იგი უზარმაზარ თანხებს ახარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავის მრავალრიცხოვან საყვარლებს.
ნკოსი ჯონსონი – „ბავშვი,რომელმაც მსოფლიო უკეთესობისაკენ შეცვალა”
„ბავშვი,რომელმაც მსოფლიო უკეთესობისაკენ შეცვალა”, – ასე მოიხსენიებენ დღემდე სამხრეთ აფრიკელ ბავშვს,სახელად – ნკოსი ჯონსონს,რომელიც დაბადებიდანვე შიდსის საშინელი ვირუსით იყო დაავადებული.
ელისაბედ I ტიუდორი – „ეპიზოდი”
„უმჯობესია მარტოხელა ღატაკი ვიყო,ვიდრე ქმრიანი დედოფალიო”, – ასე განუცხადა ინგლისისა და ირლანდიის „ქალწულ-დედოფლად” წოდებულმა – ელისაბედ I ტიუდორმა (1533-1603 წლები) თავის მეგობარსა და მომავალ ფავორიტ მამაკაცს – რობერტს დადლის.
ძლევამოსილი მონღოლთა არმია – „ეპიზოდი”
თავისი ზეობის მწვერვალზე მყოფ მონღოლთა იმპერიის უმკაცრეს დისციპლინას დაქვემდებარებულ ძლევამოსილ არმიაში,შიდაგანაწესის მცირეოდენი დაღვევაც კი სასტიკად ისჯებოდა.თუმცა აქვე შევნიშნავ,რომ მონღოლი მებრძოლისათვის არმიაში დამკვიდრებული შიდაგანაწესის დარღვევა ისედაც სირცხვილთან იყო ასოცირებული და შესაბამისად,ასეთი ფაქტები არც კი ფიქსირდებოდა.
ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”
თუკი სპირტიანი სასმელების მოყვარული დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ ჰემინგუეი წერდა -„მე იმიტომ ვსვავ,რომ გარშემომყოფები ჩემთვის საინტერესო გახდნენო”,აშშ-ის ისტორიაში უდიდესი წვლილის დამდები სახელმწიფო მოღვაწე - ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) თავის ტრფიალს ალკოჰოლური სასმელების მიმართ შემდეგი სიტყვებით ხსნიდა – „ღვინოში სიბრძნეა,ლუდში – თავისუფლება,წყალში კი – ბაქტერიებიო”.
ვენეცია – „ეპიზოდი”
ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში განთავსებული „არხების ქალაქად” წოდებული ქალაქის – ვენეციის მფარველ წმინდანს სახარების ერთ-ერთი დამწერი წმინდა მოციქული – მარკოზ მახარებელი წარმოადგენს.
ფრანსუა მიტერანი – „ეპიზოდი”
ერთადერთი სოციალისტი პრეზიდენტი,რომელიც საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა, – ფრანსუა მორის ადრიენ მარი მიტერანი (1916-1996 წლები) მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ადამიანებზე ევთანაზიის პროცედურის ჩატარებას (უკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თოვნით).
ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
1782 წლის 27 ოქტომბერს იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს საპორტო ქალაქ გენუაში არსებულ პასო დი გატა მორას ქუჩაზე,რაც თარგმანით „შავი კატის ქუჩას” აღნიშნავს,ქვეყნიერებას მოევლინა ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე,გიტარისტი და კომპოზიტორი – ნიკოლო პაგანინი.