Tag Archives: საინტერესო ფაქტები
„ცხვირმოჭრილთა ქალაქი” – (ეპიზოდი)
ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში ეგვიპტეში მოქმედი კანონის თანახმად,ამა თუ იმ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს (მხედველობაში არ მიიღებიან სიკვდილმისჯილები),სასჯელის სახით ჯალათები უცილობლად ჰკვეთდნენ ცხვირს.
შინაური ცხოველების ბრიტანული ჰოლოკოსტი
მეორე მსოფლიო ომის მზადების პერიოდში,კერძოდ კი 1939 წელს,გაერთანებული სამეფოს მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა,რომ ომის გაჩაღებამდე,როგორმე თავიდან მოეცილებინათ შინაური ცხოველები,რადგან დიდ ბრიტანეთს არა მხოლოდ ცხოველებისათვის,არამედ ქვეყნის მოქალაქეების გამოსაკვებადაც კი არ ჰყოფნიდა საკვები პროდუქტები.
რა უჩვეულოდ ჰქონდა მოწყობილი ათენის სახლი ჰაინრიხ შლიმანს?!
ლეგენდარული ტროას აღმომჩენმა ერთ-ერთმა უდიდესმა გერმანელმა არქეოლოგმა - ჰაინრიხ შლიმანმა (1822-1890 წლები),რომლისთვისაც ჰომეროსის უკვდავი ქმნილებები – „ილიადა” და „ოდისეა” ერთგვარ ხატად იყვნენ ქცეულნი,ათენში,კერძოდ ათენის უნივერსიტეტის ქუჩის კუთხეში აღმართა სახლი,რომელსაც მოგვიანებით ჰაინრიხმა – „ილიოსის ქოხი” უწოდა.
რამდენიმე საყურადღებო ფაქტი გენიალური მხატვრების შესახებ…
1. ვირტუოზმა ფრანგმა მხატვარმა და გრაფიკოსმა – ეჟენ დელაკრუამ თავისი პირველი გრავიურა 1814 წელს ქვაბ–ქოთნის ფსკერზე გააკეთა. P.S. ეჟენ დელაკრუამ მის მიერ შედგენილი ანდერძის თანახმად,
რაფაელ სანტი – “ეპიზოდი”
1754 წელს პიაჩენცელ ბერებს,სან სინტოს – წმინდა სიქსტეს მონასტრის მსახურებს ფული დასჭირდათ,რის გამოც მათ უმბრიული სკოლის გენიალური წარმომადგენლის – რაფაელ სანტის უკვდავი ქმნილების – “სიქსტეს მადონას” გაყიდვა გადაწყვიტეს,რასაც თავის მხრივ,წინ აღუდგა ადგილობრივი მოსახლეობა.
რემბრანდტი – “ეპიზოდი”
ბაროკოს ეპოქის ერთ–ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ფერმწერი და გრავიორი – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1606–1669 წლები) ერთობ ცუდი მეურნე გახლდათ.
რატომ უწოდეს „ბანუ ოდჰრას” ხალხს – „სიწმინდის ძენი?”
არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე იემენის რესპუბლიკაში ცხოვრობს ერთ-ერთი არაბული ტომის ხალხი,რომელთა სახელწოდება გახლავთ – „ბანუ ოდჰრა”,რაც ითარგმნება,როგორც – „სიწმინდის ძენი”.
„მოხეტიალე ჭიანჭველები” – (ეპიზოდი)
ცნობილია,რომ ისეთი გვარის პატარა მონადირე ჭიანჭველების წინაშე,როგორებიც გახლავან აფრიკის,ცენტრალური და შუა აზიის ტერიტორიებზე გავრცელებული „მოხეტიალე ჭიანჭველები” (მეცნიერული სახელწოდება გახლავთ – Cataglyphis),უამრავი სახეობის მრისხანე მტაცებელები ცახცახებენ.
ჰაინრიხ შლიმანის მეტად უცნაური საქციელი
ლეგენდარული ქალაქის – ტროას აღმომჩენმა დიდმა გერმანელმა თვითნასწავლმა არქეოლოგმა – ჰაინრიხ შლიმანმა (1822-1890 წლები),რომლისთვისაც ჰომეროსის უკვდავი ქმნილება – „ილიადა” ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ ძეგლს წარმოადგენდა, 1878 წელს,თავის ახლადშეძენილ ვაჟს იმავე ნაწარმოების ერთ-ერთი გმირის – აგამემნონის სახელი უწოდა.
პიერ-ჟოზეფ პრუდონი & ეჟენ დელაკრუა
გარდა დიდი ფრანგი ფერმწერის – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრისა,გენიალური ფრანგი მხატვრის – ეჟენ დელაკრუას შემოქმედების მიმართ მეტად აგრესიულად გახლდათ განწყობილი „ანარქიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი პუბლიცისტი – პიერ-ჟოზეფ პრუდონიც (1809-1865 წლები).