Tag Archives: ფილოსოფია

ანტუან ფრანსუა პრევო წერდა…

“როდესაც ზნეობრივ წესებს ჩაუფიქრდებით,შეუძლებელია არ გაგაოცოთ იმ გარემოებამ,რომ ერთსა და იმავე დროს ადამიანები მათ პატივითაც ეპყრობიან და კიდეც უგულვებელჰყოფენ.თავის თავს ეკითხები: რა არის ადამიანის გულის იმ უცნაური თვისების მიზეზი,რომ,კეთილისა და სრულყოფის იდეებით გატაცებული,იგი საქმით შორდება მათ.

ჟაკ-ანრი ბერნარდენ დე სენ-პიერი წერდა…

“საუკეთესო წიგნი წიგნთა შორის – სახარება – მხოლოდ თანასწორობას,მეგობრობას,ადამიანურობასა და თანხმობას რომ ქადაგებს,საუკუნეთა განმავლობაში ევროპელთა სიშმაგის საბაბი გახდა.

სოკრატე – ასკლეპიოსის შესახებ ამბობდა…

“მთავარი მაინც ასაა,რომ სხეულზე მომეტებული ზრუნვა ყველაზე დიდ დაბრკოლებად გვეღობება ცოდნის შეძენის,აზროვნებისა თუ თვითშემეცნების გზაზე.ხალხს ჰგონია,რომ ეს გონების მეტისმეტ დაძაბულობას,თავის ტკივილსა თუ თავბრუსხვევას იწვევს,

თალეს მილეტელის ფილოსოფიიდან…

“აღმატებულად უფროსი არის – ღმერთი,რადგანაც იგი დაუსაბამოა; ყველაზე მშვენიერი – სამყაროა,რადგანაც მასში ყველაფერი ჰარმონიულია და მწყობრი;

მენიპოს გადარელის ფილოსფიიდან…

“ადამიანთა ცხოვრება ჰგავს ერთ დიდ საზეიმო მსვლელობას,რომლის გამგებელი და მბრძანებელი – ბედი – მოზეიმეთ სხვადასხვაგვარ,ჭრელ-ჭრელ სამოსს ურიგებს.

მერაბ კოსტავას ფილოსოფიიდან

“წინათ,რელიგიის სახელმწიფოსაგან განუყოფლობის ხანაში,თუ ის დოგმატურად განწყობილი ადამიანები,ღმერთი შურისმგებელ და დამსჯელ ძალად რომ წარმოედგინათ მხოლოდ და მისი სახელით მოყვასთა მიმართ ათასგვარ სისასტიკეს იჩენდნენ,არანაკლებ უსამართლობას სჩადიან დღეს იმის წყალობით,რომ ფიქრობენ:

ვაჟა-ფშაველას ნააზრევი…

1. “მართალია,განათლებამ,ცივილიზაციას რომ ვეძახით,სწორედ საკვირველი მოქმედება გამოიჩინა სხვადასხვა ასპარეზზე,ხოლო ზნეობის სამფლობელოისა კი რა მოგახსენოთ.

ზიგმუნდ ფროიდის (სიგიზმუნდ შლომო ფროიდის) ფსიქოანალიზიდან…

“ბრბო იკმაყოფილებს თავის მადას,ჩვენ კი საკუთარ თავს ამას ვუკრძალავთ.ჩვენ ვიზღუდავთ თავს,მთლიანობა რომ შევინარჩუნოთ,ჩვენ ვინარჩუნებთ ჯანმრთელობას,ტკბობის უნარს,ემოციებს.ჩვენ საკუთარ თავს რაღაც ჩვენთვის უცნობ მიზანს ვუნახავთ.

Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

“დაპყრობილ ერს თუკი შერჩენილი აქვს ეროვნული ცნობიერება,ეროვნული თვითშეგნება,ერთიანობის შეგრძნება და მამულისადმი სიყვარულის,მსახურების გრძნობა,საბოლოოდ დაპყრობილად და დამორჩილებულად ვერ ჩაითვლება.ამა თუ იმ ერის სრული ანექსია ხდება მაშინ,როდესაც ეს ერი ჰკარგავს საკუთარი მამულის შეგრძნებას,როდესაც ნამდვილ სამშობლოდ მიიჩნევს არა საკუთარ ბედკრულ ქვეყანას,არამედ იმ იმპერიას,რომლის არტახებშიც მისი მიწა-წყალია მოქცეული.

ალექსანდრე ხახანაშვილი წერდა…

“ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე კანონიერი მისწრაფება ადამიანისა არის მისწრაფება ბედნიერებისაკენ.მაგრამ ბედნიერების პოვნა არც ისე ადვილია.მთავარი და არსებითი ელემენტი ბედნიერებისა მდგომარეობს იმაში,რომ იპოვო საქმე,შენი სულის შესაფერისი…