Tag Archives: საინტერესო ფაქტები
როალდ დალი – „ეპიზოდი”
ნორვეგიული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ ინგლისელ მწერალსა და „შავი იუმორის” დიდოსტატ პოეტს – როალდ დალის (1916-1990 წლები) იმთავითვე სტანჯავდა კბილების (კარიესის) პრობლემა, რის გამოც ხშირად უხდებოდა დანტისტებთან ურთიერთობა. ეს კი თავის მხრივ, ნერვებზე რომ არაფერი ვთქვათ ,საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული.
რომელ სკანდალში გაეხვა გიიომ აპოლინერი?
როგორც ცნობილია, 1911 წლის 7 სექტემბერს გამოჩენილი ფრანგი პოეტისა და მწერლის – გიიომ აპოლინერის (1880-1918 წლები) და გენიალური ესპანელი მხატვრის – პაბლო რუის ი პიკასოს წინაღმდეგ უზარმაზარი სკანდალი იქნა აგორებული.
ჟან ნიკოლა არტურ რემბო – “ეპიზოდი”
შარლ ბოდლერის შემოქმედების თაყვანისმცემელი დიდი ფრანგი სიმბოლისტი პოეტი – ჟან ნიკოლა არტურ რემბო (1854-1891 წლები) სკოლაში კარგად სწავლობდა,თუმცა ამასთანავე ერთობ ურჩი,ცელქი და მეამბოხე სულითაც გამორჩეული ბავშვი იყო.
ჟორჟ ბულანჟე – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც 1891 წელს ცნობილ ფრანგ გენერალს,პოლიტიკურ მოღვაწესა და ბულანჟიზმის რევანშისტულ-ანტირესპუბლიკური მოძრაობის ლიდერს - ჟორჟ ერნესტ ჟან მარი ბულანჟეს (1837-1891 წლები) საყვარელი ქალი – მარგარეტ ბონემენი ტუბერკულოზის შედეგად გარდაეცვალა,მისი ინიციატივით საფლავის ქვაზე ამოტვიფრული იქნა შემდეგი სახის ეპიტაფია: “მალე შევხვდებით”.
რა უცნაურმა შემთხვევამ იმსხვერპლა ჰერაკლიტე ეფესოელი?
როგორც ცნობილია,გარკვეული პერიოდის განმავლობაში გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოს-მატერიალისტმა და დიალექტიკის პირველსაწყისი ფორმის ფუძემდებელმა – ჰერაკლიტე ეფესოელმა (ძვ.წ.აღ-ით 544-483 წლები) მთებში ასკეტური ცხოვრების წესით იცხოვრა,სადაც თავის მხრივ,მხოლოდ ბალახებითა და სხვადასხვა სახეობის მცენარეების ფესვებით იკვებებოდა.
ლაურა ლაფარგი (მარქსი) – “ეპიზოდი”
ლაურა ლაფარგი (1845-1911 წლები) – წარმოადგენდა “კომუნისტური პარტიის მანიფესტის” ერთ-ერთი თანაავტორისა და საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწის – კარლ მარქსის ქალიშვილს.
ჰიპონაქსი – “ეპიზოდი”
როგორც მრავალი ისტორიული წყარო ირწმუნება,პაროდიული ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძველ ბერძენი პოეტი – ჰიპონაქსი (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე) არა მხოლოდ ერთობ სარკაზმული და ვულგარული ხასიათის მქონე ლექსების წერით,არამედ საშინელი ფიზიკური აღნაგობითაც გამორჩეული პიროვნება ყოფილა (მას ახასიათებდნენ,როგორც მსოფლიოში ყველაზე მახინჯ მამაკაცს).
რა ტყუილი არ აპატიეს შარლ პეროს?
კლასიციზმის ეპოქის დიდი ფრანგი მეზღაპრე,პოეტი,მოაზროვნე და კრიტიკოსი - შარლ პერო (1628-1703 წლები) გახლდათ ავტორი სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი და სპეციალურად მათთვის დაწერილი პირველი წიგნისა მსოფლიოში – “დედაჩემი ბატის ზღაპრები ანუ გარდასულ დროთა დამრიგებლური ამბები და ზღაპრები”.
სტეპან ბანდერა – “ეპიზოდი”
უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – სტეპან ბანდერა (1909-1959 წლები) ერთობ სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეული ბავშვი ყოფილა.სწორედ მისი სუსტი ჯანმრთელობა გახლდათ ის უმთავრესი მიზეზი,რის გამოც ბანდერას ორჯერ ერთქვა უარი “პლასტში” გაწევრიანებაზე (უკრაინის ნაციონალური სკაუტური მოძრაობა).
მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”
სმენადაქვეითებული ესპანელი იდალგოს – როდრიგო დე სერვანტესის ვაჟის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები) შესახებ გავრცელებული ერთ-ერთი ადრეული ვერსია ირწმუნებოდა,რომ ოჯახში შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უკვდავი ლიტერატურული ქმნილების “დონ კიხოტის” ავტორი ახალგაზრდულ ასაკში იძულებული იყო სხვადასხვა სახის დანაშაულებები ჩაედინაო.