Tag Archives: რომ
იცით თუ არა,რომ
1. ნამგალასნაირთა რიგის ულამაზესი და დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახეობის ფრინველის – კოლიბრის ბუმბულისაგან შეკერილი ტანისამოსის ტარების უფლება აცტეკების ცივილიზაციის ხალხში მხოლოდ და მხოლოდ იმპერატორებს გააჩნდათ.ასეთი სახის თითოეული ტანისამოსის დასამზადებლად კი ათასობით კოლიბრის განადგურება ხდებოდა საჭირო.
იცით თუ არა,რომ
1. აშშ-ის რიგით 28-ე პრეზიდენტის – ტომას ვუდრო უილსონის მეორე მეუღლეს – ედიტ ბოლინგ გალტ უილსონს,რომელიც ქმრის ინსულტის მიღების შემდეგ ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა თითქმის ორი წლის განმავლობაში – “საიდუმლო პრეზიდენტს” უწოდებდნენ.გარდა ამისა,რიგი ისტორიკოსებისა მას – “აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ-პრეზიდენტადაც” მოიხსენიებენ.
იცით თუ არა,რომ
1. აბსენტის მოყვარულმა გენიალურმა ნიდერლანდელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა – ვინსენტ ვან გოგმა, 1890 წელს დახატა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო და უკანასკნელი ტილო, სახელწოდებით – „ყვავები ჭვავის ყანაში”.ხატვისას რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდა ყანის ტერიტორიაზე მფრენი უამრავი ფრინველისაგან, მათ დასაფრთხობად მხატვარმა რევოლვერი იყიდა. სწორედ აღნიშნული რევოლვერის გამოყენებით დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე ვან გოგმა.
იცით თუ არა,რომ
1.ჩინეთის ფორმალური მმართველი – დენ სიაოპინი რეგულარულად იყენებდა ეგრეთ წოდებულ “საფურთხებლებს”.პეკინში განთავსებულ “ხალხთა დიდ სასახლეში”,სადაც იმართებოდა სახელმწიფო მეთაურებთან უმაღლესი რანგის შეხვედრები,სიაოპინის სიახლოვეს ყოველთვის იდგა მარმარილოს “საფურთხებელი”.საყურადრებოა ის გარემოებაც,რომ სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი კუან იუმ,რომელმაც კარგად უწყოდა დენ სიაოპინის თვისებები,სინგაპურში მისი ვიზიტისას განკარგულება გასცა ჩინეთის მმართველის გვერდით თეთრ-ცისფერი “საფურთხებელი” დაედგათ.
იცით თუ არა,რომ
1. პრუსიის მეფე – ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები) ცინიკურად ოხუნჯობდა: “ევროპას სამი უდიდესი მეძავი განაგებსო” (იგი “სამ უდიდეს მეძავში” გულისხმობდა რუსეთის დედოფალს – ელისაბედს,ავსტრიის დედოფალს – მარია ტერეზასა და საფრანგეთის მეფის ლუი XV-ეს ცნობილ სამეფო საყვარელს – მადამ დე პომპადურს).
იცით თუ არა,რომ
1. გარდაცვლილ ხანდაზმულ ქალზე სიტყვის წარმოთქმა რომში ძველთაგანვე მიღებული და საქებარი საქციელი იყო,მაგრამ ახალგაზრდა ქალებისადმი ასეთი პატივი საერთოდ არ არსებობდა.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ამერიკელი კინორეჟისორი,პროდიუსერი და სცენარისტი – სტივენ სპილბერგი,სამჯერ ეცადა სამხრეთ კაროლინის კინემატოგრაფიის უნივერსიტეტში ჩარიცხვას,თუმცა დაბალი ქულების მიღების გამო სამივეჯერ უარი ეთქვა.მას შემდეგ,რაც სპილბერგი სახელოვანი კინორეჟისორი გახდა,
იცით თუ არა,რომ
1. მალტის დედაქალაქ – ვალეტაში,რომელსაც სახელი მალტის ორდენის დიდი მაგისტრის – ჟან პარიზო დე ვალეტას (1495-1568 წლები) საპატივცემულოდ ეწოდა,ისევე,როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით,არც ერთი მდინარე არ მიედინება.საყურადრებოა ის გარემოებაც,რომ მალტის რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში,სადაც მდინარე არ არსებობს.
იცით თუ არა,რომ
1. ”ესპანიდადი” – მრავალეროვანი გაერთიანებაა იმ ხალხებისა და სახელმწიფოების,სადაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ესპანური ენა და კულტურა.ესპანიდადის მრავალეროვან გაერთიანებას ტრადიციულად მიაკუთვნებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსებულ 23 სახელმწიფოს (მათ შორის ლათინურ ამერიკაში,აფრიკაში,წყნარი ოკეანის აუზსა და ევროპაში).
იცით თუ არა,რომ
1. XVIII-XIX საუკუნეების ევროპელ მამაკაცებეში ერთობ მოდური გახლდათ – ბაკენბარდების (ლოყებზე დატოვებული და ნიკაპზე გამოპარსული წვერის) ტარება.თუმცა,ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ პირველად ბაკენბარდების ტარება მოდაში უძველეს ბაბილონში მაცხოვრებელი სემიტურ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცებში იყო გავრცელებული