Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ჯესი ოუენსი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ამერიკელი ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა,რომ ფენომენალური შესაძლებლობების მქონე ოთხგზის ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში – ჯესი ოუენსი (1913-1980 წლები) 2 000 დოლარიანი სანაძლეოს გამოისობით (არც მეტი და არც ნაკლები) – ცხენს გაეჯიბრა სირბილში და დაამარცხა იგი,სპორტსმენი პრესის უდიდესი კრიტიკის ქვეშ მოექცა.
ლუი ფრანსუა არმან დიუ პლესი რიშელიე – “ეპიზოდი”
როგორც ფრანგული ენციკლოპედიიდან ვგებულობთ, 1758 წელს ბრიტანეთის არმიამ ალყაში მოაქცია ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ კუნძულ – მენორკაზე მდებარე ქალაქი – მაონი (ადმინისტრაციული ცენტრი),რომელიც იმ პერიოდში ფრანგებს ეკავათ.
აგათა კრისტი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დეტექტივების ჟანრის დიდმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა - აგათა კრისტიმ (1890-1976 წლები) სახელოვანი ინგლისელი არქეოლოგი – მაქს მელოუენი 1930 წელს ერაყში მოგზაურობისას გაიცნო.მოგვიანებით წყვილმა იქორწინა.
ჰენრი V ლანკასტერი – “ეპიზოდი”
ისტორიკოსთა ცნობით,თავისი სისასტიკითა და მებრძოლი ბუნებით განთქმულ ინგლისის მეფეს – ჰენრი V ლანკასტერს (1388-1422 წლები) ერთი მეტად უჩვეულო ჰობი ჰქონია.
ვილჰელმ კაიტელი – “ეპიზოდი”
მრავალი ისტორიკოსის მტკიცებით,ვერმახტის მთავრსარდალი და გენერალ-ფელდმარშალი – ვილჰელმ კაიტელი (1882-1946 წლები) ყველა სხვა ფაშისტი მაღალჩინოსანისგან არა მხოლოდ უმაღლესი სამხედრო წოდებით ყოფილა გამორჩეული,არამედ თავისი გასაოცარი მონური მორჩილებითაც ადოლფ ჰიტლერისადმი.
ევრიპიდე – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ძველ ბერძენი ტრაგიკოსი და დრამატურგი - ევრიპიდე (ძვ.წ.აღ-ით 480-406 წლები),განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა ათენელებში და ათენის საპატიო მოქალაქესაც წარმოადგენდა.მიუხედავად საზოგადოებრივ ასპარეზზე მიღწეული უდიდესი წარმატებისა,წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მის პირად ცხოვრებას.
დიმიტრი შოსტაკოვიჩი – “ეპიზოდი”
დიდი რუსი კომპოზიტორის,პიანისტისა და მუსიკოსის - დიმიტრი შოსტაკოვიჩის (1906-1975 წლები) ცხოვრებაში მრავალი საინტერესო შემთხვევა იყო დაფიქსირებული.ერთერთ ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა შოსტაკოვიჩისა და საქართველოში დაბადებული სახელოვანი რუსი პოეტის – ვლადიმერ მაიაკოვსკის პირველი შეხვედრა და გაცნობა.
თეოდორ ჟერიკო – “ეპიზოდი”
ერთ დღეს ყმაწვილურ ასაკში მყოფმა მომავალმა დიდმა ფრანგმა მხატვარმა – ჟან ლუი ანდრე თეოდორ ჟერიკომ (1791-1824 წლები) გამოჩენილ ფრანგ ბატალისტ მხატვარს – ფრანსუა ჟერარს აუწყა,რომ შორეულ აღმოსავლეთში აპირებდა მოგზაურობას.
შმუელ იოზეფ აგნონი – “ეპიზოდი”
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე დიდი ებრაელი ნობელიანტი მწერალი – შმუელ იოზეფ აგნონი (1887-1970 წლები) ნამდვილ ეროვნულ კუმირად იქცა სამშობლოში.
მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო – “ეპიზოდი”
გენიალური იტალიელი მხატვარი და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორი – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო (1571-1610 წლები),რამდენიმე ხნის განმავლობაში საშუალო დონის იტალიელი მხატვარ-მანიერისტის – ჯუზეპე ჩეზარის სახელოსნოში სწავლობდა და მუშაობდა.