Tag Archives: რომ
იცით თუ არა,რომ
1. ისტორიული დოკუმენტების თანახმად – მევახშეობა,ანუ ფულის სესხის პროცენტის სახით გაცემა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნის ბაბილონში არსებობდა.ცნობისათვის,პირველი დაწესებულებები,სადაც ადამიანები თავინთ ფულს ინახავდნენ,სხვადასხვა ღმერთების სახელებზე აგებული ტაძრები იყო.მაგალითად,ძველი ბერძნები თავიანთ დანაზოგს აკროპოლისის ტერიტორიაზე აგებულ ტაძრებში ინახავდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსი და “ისტორიის მამად” წოდებული – ჰეროდოტე,ლამაზ ქალებს – “თვალების სატანჯველს” უწოდებდა.
იცით თუ არა,რომ
1. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და პირველი მილიარდერი – ჯონ დევისონ როკფელერი,ერთობ მორწმუნე ბაპტისტი გახლდათ და მუდმივადაც სწირავდა ბაპტისტურ ეკელესიას საკმაოდ დიდ თანხებს.აღნიშნული ქმედებების გამო,როკფელერს უახლოესი პარტნიორები – “დიაკვანს” უწოდებდნენ.
იცით თუ არა,რომ
1. მას შემდეგ,რაც სპარსული პოეზიის გენიალურმა წარმომადგენელმა – ფირდოუსმა,”შაჰნამე” დაწერა და იგი ღაზნევიდების სახელმწიფოს სულთანს – მაჰმუდ ღაზნევს წარუდგინა,იგი იმდენად მოიხიბლა ირანელი ხალხის ეროვნულ ეპოსად შემდგომში ქცეული ნაწარმოებით,რომ ბრძანა ფირდოუსისათვის იმავე წუთს მიერმიათ 60 000 მონეტა.
იცით თუ არა,რომ
1. “კენოტაფი” – გახლავთ ისეთი საფლავი,რომელშიაც ადრე იყო დაკრძალული ვინმე და შემდგომ სხვაგან გადაასვენეს.შესაბამისად ასეთ ადგილას ახლა არავინ მარხია.
იცით თუ არა,რომ
1. მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიზანთროპის – ადოლფ ჰიტლერის დედა – კლარა პიოლცლი-ჰიტლერი,თავის მეუღლეს – ალოის ჰიტლერს – “ბიძია ალოისის” სახელით მიმართავდა.
იცით თუ არა,რომ
1. “მთარგმნელები” – მსოფლიოში დადგენილი წესის თანახმად,თავიანთ პროფესიულ დღეს ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავენ.ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1991 წლიდან იღებს.რატომ 30 სექტემბერი? იმიტომ,რომ სწორედ ამ დღეს აღესრულა “ბიბლიის” ლათინურ ენაზე მთარგმნელი რომაელი წმინდანი – იორენიმე,რომელიც თავის მხრივ “მთარგმნელების” მფარველად არის მიჩნეული.
იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთისა და ნავარის მეფე – ლუი XIV დე ბურბონი,ბავშვობაში “ბულიმიით” იტანჯებოდა (კვებითი აშლილობა,რომლისთვისაც დამახასიათებელი მუცლის უზომოდ ამოყორვა,რასაც შემდგომ მოსდევს დეპრესია და ხელოვნური გულისრევა).ლუის დედა – ანა ავსტრიელი და პირადი ექიმი ფაგონი ხშირად წუხდნენ იმაზე,რომ ის უზომოდ იკვებებოდა არა მარტო დღისით,არამედ ღამის საათებშიც.
იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი შემდეგი სიტყვებით აღწერა: “ბრიჯიტ ბარდო კალიგულას თვალებით”.
იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ქართველი კლასიკოსი მწერალი – კონსტანტინე გამსახურდია,კომუნისტებისათვის სათაყვანებელი “დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციისადმი” მიძღვნილი ღონისძიებების დღეს – 7 ნოემბერს,მის მეუღლეს მირანდა ფალავანდიშვილს გლოვის ნიშნად – ლობიოს ახარშვინებდა,თავად კი ქართულ ეროვნულ სამოსში – ჩოხაში ეწყობოდა.